ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცისკაძე ოთარი
ჟანრი: თარგმანი
18 ივლისი, 2023


Dylan Thomas - The Sunset Poem (From “Under Milk Wood”)

https://www.youtube.com/watch?v=D4iDiwuvj0A

დილან ტომასი - მიმწუხრის ლოცვა (პიესიდან „რძიანი ტყის ჩრდილქვეშ“)

ყოველ ცისმარე, ვიღვიძებ როცა,
ძვირფასო ღმერთო, აღვავლენ ლოცვას,
მოწყალე თვალით დაგვხედე მაღლით,
მოკვდავ არსებებს, მოგვფინე მადლი.

ყოველ საღამოს, მზის ჩასვლის ჟამსაც,
კურთხევას შეგთხოვ ქალაქის, მამავ,
გაგვითენდება დილა თუ - ვერა,
შენი ნებაა, უფალო, მჯერა.

არ ვართ ბოლომდე კარგნი, ან ცუდნი,
რძიან ტყის მკვიდრნი, გადიდებთ მუდმივ,
ვიცი, ჩაგვითვლი ბოროტის ნაცვლად
კეთილ საქმეებს, არ განგვსჯი მკაცრად.

დილის თენებას მოგვასწრე, ღმერთო
და მთელი ღამე დაგვლოცე, შეგთხოვ,
თაყვანს ვცემთ მზეს და ვიხარებთ ამით,
არ მიგვატოვო დღითა თუ ღამით!

18 ივლისი, 2023 წ.

ბობ დილანმა, მომღერალმა, პოეზიაში ნობელის პრემიის ლაურეატმა,
თავისი ფსევდონიმი "დილანი" აიღო დილან ტომასის საპატივსაცემოდ.

Dylan Thomas - The Sunset Poem (From “Under Milk Wood”)

Every morning when I wake,
Dear Lord, a little prayer I make,
O please do keep Thy lovely eye
On all poor creatures born to die

And every evening at sun-down
I ask a blessing on the town,
For whether we last the night or no
I’m sure is always touch-and-go.

We are not wholly bad or good
Who live our lives under Milk Wood,
And Thou, I know, wilt be the first
To see our best side, not our worst.

O let us see another day!
Bless us all this night, I pray,
And to the sun we all will bow
And say, good-bye – but just for now!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები