 | ავტორი: დებორა ჟანრი: პოეზია 24 ივლისი, 2023 |
ნინო დარბაისელი
გამეტსონეტი (ემილი დიკინსონს)
მე შენი თეთრი კაბის წინაშე ვდგავარ, ჩემზე დაბალო და კაფანდარა ქალო. კაბას მოდიდო ჯიბე აქვს, ალბათ მრავალს უკვირდა, რაა? საფურცლო-საფანქარო?
დამბლადაცემულ დედას უვლიდი წლობით, საძინებლების შუა გაჭრილი კარით შეხვიდოდი და ლექსების დასაწყობი დროც არა გქონდა, არავის არ უთხარით.
ეს თეთრი კაბა - შიდა საცვამი იყო, ხარშვით - ადვილად ამოდიოდა ლაქა, ერიდებოდი მომსვლელს, ცხოვრებამ გიყო, ესეც ამბავი, ჭირი - იქ, ლხინი - აქა.
გაგითამამდი, ვინ გაბედავდა ამდენს, ან განაფიქრებს ვინ მიიყვანდა თქმამდე, ვინ იხილავდა შენს ცრემლს, ყოფისგან ნადენს. დღეს შენს საფლავზე პატარა კენჭი დავდე.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. #დილაუზმოს_ფიქრებიდან
ამას წინათ ლექსი დავდე ემილი დიკინსონზე, სურათი დავურთე მისი გამითებული თეთრი ,, კაბისა” სინამდვილეში კი აი, რა იყო:
,,ანდერდრესი (underdress) ჰქვია ამას, ანუ კაბის შიდაჩასაცმელი, შიდაკაბა, ძველებური, ვიქტორიანული შიდაკაბით, ჩვენებურად - პერანგით დადიოდა სახლში და ირგვლივ მამულში, ბევრი საქმე ჰქონდა, ავადმყოფი, დამბლადაცემული დედა დღე და ღამ, 27 წელი, ლოგინში მოსავლელი, იმ უპამპერსობაში; სალაგებელი, სადილები საკეთებელი, ყვავილების ბაღი და ბოსტანი, .. ვერ ასწრებდა ამდენ ჩაცმა-გახდას და გზისპირას, ცენტრში მცხოვრები ვერც გარეთ გადიოდა საყიდლებზე ასე მოუვლელი და ვერც კარზე მომდგარ სტუმრებს ეჩვენებოდა. ეს იქნებოდა დიდი შერცხვენა მისი ოჯახისათავის იქაურ მაღალ წრეში, რომელსაც მიეკუთვნებოდა. პიანინოზე გვიან უკრავდაო, სტუმრები რომ წავიდოდნენო. აბა, რა ექნა, საწყალს! ვინ იცის, როგორ ელოდა მათ გაკრეფას, რომ მეორე სართულზე შეყუჟული ჩამოსულიყო და დაკვრით ცოტა სული მოეთქვა… აქ შეგიძლიათ ნახოთ ბევრი “ანდარდრესი”, მაგრამ უფრო სტილიზებული და ძვირფასი.
(სურათი ვერ გადმომაქვს, დევს ფეისბუქის ჩემს გვერდზე) #დილაუზმოს_ფიქრებიდან

(სურათი ვერ გადმომაქვს, დევს ფეისბუქის ჩემს გვერდზე)
2. მადლობა მუხა. ეს დიალოგი ფეისბუქიდან გადმომაქვს, სათაურის ახსნას ეხება:
Tamar Barbaqadze :
ნინო, მოულოდნელია სონეტის ხსენება,თუმცა სულის მელოდია და ყოფის ჟღერადი რიტმი ითხოვს ამგვარ მიძღვნას! ძალიან კარგი კენჭია!
ნინო დარბაისელი:
მე მეგონა, შემეკითხებოდი, ასე რატომ დაარქვიო. კონტრადიქტორული აზრია შიგ ჩადებული, მერე დავწერ ???? სონეტები ჩემი - პეტრარკასი, შექსპირული და ა/შ ,, კანონიკურები” - ხომ გაქვს წაკითხული, აქ დევს. აბაბ/ გდგდ/ ევევ/ ზზზზ -ფორმა რომ არაა სონეტისა, მაგას ხომ ბავშვიც მიხვდება.???? მოკლედ ასე იქნება: გამეტსონეტი - ჩემი შექმნილი სიტყვაა. ერთი მხრით - რაღაც ფორმაა, რომლის სქემაც დავდე და ჩემთვის შევიქმენი, (ხომ გახსოვს გასული საუკუნის დასაწყისში, რუსულ პოეზიაში მოდაც იყო ამგვარი - ახალი სქემების, ფორმების მოგონებისა. საქართველოშიც - მის კვალად გვაქვს ნიმუშები). მყარი ფორმებიდან რაკი სონეტთან მაინც ყველაზე ახლო იყო, ზომით (გა) მეტ-სონეტი გამომივიდა, ეგეც იგულისხმება შორეულად, არააქტუალურად. რაც შეეხება ამ ჩემ მიერ შექმნილი სიტყვის დასაწყისს მთლიანად, გამეტი (Gammet)- ნიშნავს ამა თუ იმ არსების საკუთარი სქესის და გენეტიკური ნიშნების მატარებელ ნაერთს, … მაგალითად, ადამიანებზე - მდედრისთვის ეს - კვერცხუჯრედია, მამრისთვის - სპერმატოზოიდი. კაცი უყვარდა და იმაზე რომ ვერ გათხოვდა, თეთრებს იმიტომ ატარებდაო - შიდა საცვამ - მიტკლის პერანგ-კაბაში ჩაცმულს - მოსახერხებლობისთვის, ეგ არ აკმარეს, რომანტიკული მაინც იყო და ბოლო წლები იმით გამოირჩა, რომ დაიწყეს წიგნების წერა და მრავალსერიიანი სატელევიზიო ფილმების გადაღება, ვითომ ემილი - თავისი ძმის ცოლის საყვარელი იყო და იმიტომ არ გათხოვდაო. ამჟამად ეს აზრია გავრცელებული ძალიან. მე არ ვიზიარებ, მაგრამ მე ვინა ვარ! გამეტი - ჩემთვის ნიშნავს შეგრძნებას, რომ მე, ქართველ პოეტ ქალს ემილის ქალური ნიშნები და გენი თითქოს გადმომეცა, ეს შეგრძნება მქონდა ამ აპოლოგეტური ლექსის წერისას., ვეკამათებოდი თითქოს მის დასაცავად, სენსაციებისა და კომერციულად მომგებიანი ზღაპრების მოყვარულებს.
მადლობა მუხა. ეს დიალოგი ფეისბუქიდან გადმომაქვს, სათაურის ახსნას ეხება:

1. ძალიან მომეწონა! რატომ ამბობენ ემილი დიკინსონზე საიტერესო, უცნაური, საიდუმლო პოეტი იყოო? ემილის საინტერესო ფრაზები აქვს ,ერთს გავიხსენებ თუ არ მეშლება თარგმნა "არავინ არ ვარ, შენ ვინ ხარ?"ავტორი" ემილი დიკინსონი, ძალიან მომეწონა! რატომ ამბობენ ემილი დიკინსონზე საიტერესო, უცნაური, საიდუმლო პოეტი იყოო? ემილის საინტერესო ფრაზები აქვს ,ერთს გავიხსენებ თუ არ მეშლება თარგმნა "არავინ არ ვარ, შენ ვინ ხარ?"ავტორი" ემილი დიკინსონი,
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|