ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მანანა კაკაჩია
ჟანრი: საბავშვო
25 ივლისი, 2023


დედა შეუცვლელია

           
- დედი, ნეტავ ჩვენს პლანეტას
რატომ ჰქვია დედამიწა?
- იმიტომ, რომ გვასაზრდოებს
ყველა ჩვენგანს, ჩემო ნიცა.
- ქვეყანაზე ბევრზე-ბევრი,
მახსოვს, მითხარ, არის ენა
და მათ შორის მხოლოდ ქართულს,
რატომ ჰქვია დედა-ენა?
- იმიტომ, რომ დედასავით
თბილია და ტკბილი ანა.
იმიტომ, რომ ამ ენაზე
გიმღეროდა დედა ნანას.
- რად ამბობენ, დედაბოძი
თუ მოირყა, საქმე წახდა?
- იმიტომ, რომ სხვებზე მეტად
დაიტვირთა, დედა გახდა.
- დედააზრი რაღას ნიშნავს,
ნუთუ აზრებსაც ჰყავთ დედა?
- საუბარში მთავარ სათქმელს,
ასე ჰქვია, ჩემო გრეტა.
- დედაკაცი რაღას ნიშნავს,
როგორ არის დედა კაციც?
- იმას ნიშნავს, რომ ქალს ძალუძს,
შეითავსოს კაცის ვალიც.
შეუცვლელი არის დედა
და საწყისი ყველაფრისა,
მიტომ ჰქვიათ დედააზრი,
დედაენა, დედამიწა.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები