ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
7 აგვისტო, 2023


Thomas Moore - A Night Thought

ტომას მური - ღამეული ნაფიქრი

რაოდენ ხშირად ღრუბელთა გროვის
შურის ფარდაგით გადამალულა
შემოპარული სინათლე მორცხვი,
გამკრთალი ღამის ბნელში კრძალულად.

ასე აბნელებს სამყარო წყრომით,
თავს მოხვეული მავნე ჩვევებით
მორიდებულ გულს, ნდომაა რომლის -
იცხოვროს, მოკვდეს შეუმჩნეველი.

6 აგვისტო, 2023 წ.


Thomas Moore - A Night Thought

How oft a cloud, with envious veil,
Obscures yon bashful light,
Which seems so modestly to steal
Along the waste of night!

'Tis thus the world's obtrusive wrongs
Obscure with malice keen
Some timid heart, which only longs
To live and die unseen.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები