ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცისკაძე ოთარი
ჟანრი: თარგმანი
8 აგვისტო, 2023


Thomas Moore – The Dream Of Home

ტომას მური - ოცნება სახლზე

ვის არ უგრძვნია სიამე ნაღვლის,
სახლზე ოცნების უცხრომი ნდომა,
გულმდუღარება შინიდან წასვლით,
როცა მივყავართ შორეთში ხომალდს;
გვინათებს მზე დღეს და მთვარე ღამეს
და გვსურს მივადგეთ ხმელეთის კიდეს,
თუმც უძვირფასეს საწადელ რამედ
სახლზე ოცნება დარჩება კიდევ.

კითხეთ იუნგას, როს უსმენს ქუხილს,
ქარით ტალღები დგებიან ყალყზე,
ან ზღვას დაჰღიმის ვარსკვლავი მწუხრის,
რა აიმედებს? - ოცნება სახლზე.
შინაურებთან ნააზრი მიქრის,
ხილვა უნდება მშობლიურ მიწის 
და სადაც წავა, სანუკვი ფიქრი
სახლზე ოცნება იქნება მიწყივ.

8 აგვისტო, 2023 წ.


Thomas Moore – The Dream Of Home

Who has not felt how sadly sweet
The dream of home, the dream of home,
Steals o'er the heart, too soon to fleet,
When far o'er sea or land we roam?
Sunlight more soft may o'er us fall,
To greener shores our bark may come;
But far more bright, more dear than all,
That dream of home, that dream of home.

Ask the sailor youth when far
His light bark bounds o'er ocean's foam,
What charms him most, when evening's star
Smiles o'er the wave? to dream of home.
Fond thoughts of absent friends and loves
At that sweet hour around him come;
His heart's best joy where'er he roves,
That dream of home, that dream of home.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები