 | ავტორი: დიოტიმა ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 8 აგვისტო, 2023 |
#ლექსმცოდნეობითი_ოპუსები
ნინო დარბაისელი
პანტუმი (Pantoum)
უცხოური მყარი სალექსო ფორმებიდან დასავლეთში მალაიზიური პანტუმი დღეს ძალზე გავრცელებულია სასკოლო პროგრამებში, როგორც თხზვაში კარგი სავარჯიშო. ჩვეულებრივ, ეს კატრენული - ოთხტაეპიანი, ოთხსტრიქონიანი სტროფებისგან შედგენილი ლექსია. ჯვარედინად გარითმვის სქემა - ერთი შეხედვით, რთული მოგეჩვენებათ, მაგრამ ერთი თუ აუღეთ ალღო, სახალისოა. ჩემი ნიმუშის შინაარსი პირობითია, ეროტიკულია, რაკი ეროტიკა დღეს ჩვენში ძალიან მოდაშია. თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი შინაარსი აიღოთ, თუ უცებ არაფერი გაფიქრდებათ, პირველივე ლექსი, რაც გაგახსენდებათ, ვისიც გინდა იყოს, თავად გარითმეთ და თამამად “გადააპანტუმეთ”! საავტორო უფლებების დარღვევაში ვერავინ მოგედავებათ, რადგან ეს უკანასკნელი იცავს ნაწარმოების ფორმას და არა - შინაარსს. სიგრძეს რაც შეეხება, უფრო გავრცელებულია ოთხსტროფიანები, მე ექვს-სტროფედი გავაკეთე, თქვენ შეგიძლიათ შეთხზათ უფრო მოკლეც და უფრო ვრცელიც. გაევროპულებული ვარიაციები ამ ფორმისა, მათ შორის თითქმის ორასი წლის წინ შექმნილი პანტუმიც შარლ ბოდლერისა, რომელზეც შემდგომ კლოდ დებიუსიმ მუსიკაც შექმნა Harmonie du soir - უკვე არაკანონიკურია. (ვურთავ ბოლოში) გარითმვის მხრივ:
პირველი სტროფის მეორე-მეოთხე - გადავა მეორე სტროფის პირველი- მესამედ, მეორე სტროფის მეორე- მეოთხე გადავა მესამე სტროფის პირველ-მესამედ და ასე შემდეგ
ოღონდ დამხურავი, ბოლო სტროფი უნდა იმეორებდეს პირველის პირველ-მესამე ტაეპს. რიტმულად - კლასიკური პანტუმი მოკლესაზომიანია, მაგრამ მისი მოდერნიზებული ვარიაციები ამ მხრივ არჩევანში თავისუფალია. მათთვის, ვისაც რითმათა სქემის კითხვა ურჩევნია, სქემასაც ვამატებ.
ABAB, BCBC, CDCD….DEDE და ა.შ. ბოლო, დამხურავი, ჩამკეტი სტროფი AXAX
ნდს
ბეტის პანტუმი
რად იყო ამ დილას მკრთალი, ან ერეკებოდა აქ რა! შიშველი, შიშველი ქალი ეჩვენა სიზმრად და გაქრა.
ან ერეკებოდა აქ რა, შენთან დავბრუნდიო, ბეტი! ეჩვენა სიზმრად და გაქრა, არ იყო სარგო და ბედი.
შენთან დავბრუნდიო, ბეტი! სურდა ჩაკონება ცურთა, არ იყო სარგო და ბედი, ალბათ დავწეოდი სურდა!
სურდა ჩაკონება ცურთა, გავუშვი, თან თავი ახლავს. ალბათ დავწეოდი სურდა, მე სხვას ჩავეკონე ახლა.
გავუშვი, თან თავი ახლავს, რად უნდა ფიცი და მტკიცი! მე სხვას ჩავეკონე ახლა, დღეს - სხვას ჩაეკვრება, ვიცი!
რად იყო ამ დილას მკრთალი, რად უნდა ფიცი და მტკიცი! შიშველი, შიშველი ქალი დღეს სხვას ჩაეკვრება, ვიცი!
https://youtu.be/cKs6gGARxtI
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. პანტუმი, ნამდვილად არ ვიცოდი რა იყო და მადლობა ასეთი პუბლიკაციისთვის. პრადად მე რითმიანი, ლექსის დიდოსტატის მარინა ცვეტაევას ლექსები მომწონს. პანტუმი, ნამდვილად არ ვიცოდი რა იყო და მადლობა ასეთი პუბლიკაციისთვის. პრადად მე რითმიანი, ლექსის დიდოსტატის მარინა ცვეტაევას ლექსები მომწონს.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|