ტომას მური - ზაფხულის უკანასკნელი ვარდი
ზაფხულის უკანასკნელი ვარდი შემორჩენია ბაღნარის არეს, აღვსებულია უთქმელი დარდით, ამხანაგები დაჭკნენ და გაქრნენ. მოყვასის სულთქმა აღარსად ისმის, გვერდით ნასახიც არაა კოკრის, რომ აირეკლოს სიწითლე მისი, ან უპასუხოს ნაზ ოხვრას ოხვრით.
არ მიგატოვებ შთენილო ობლად, იდარდო, გახმე ეული შტოზე, აღარ გჭირდება სათუთი მოვლა, შენც მიაშურე ნაცნობებს დროზე, მსურს მოგაბნიო ფურცლებად დაღლილ, დამჭკნარ ყვავილთა კლუმბების საფლავს, იქ, სადაც შენი დობილნი ბაღის, განისვენებენ უსუნოდ ახლა.
მეც გამოგყვები, სადაც სულ სძინავთ, მეგობრობას რომ გაუვა ყავლი, როცა ტრფიალის ყელსაბამს მბრწყინავს, გასცვივა ყველა ძვირფასი თვალი! ოდეს ერთგულ გულთ დააზრობს ყინვა, აღარ შეგვრჩება მოყვასად ვინმე, რად მინდა პირქუშ სამყაროს ბინა და მარტოსულის ცხოვრება მძიმე?
8 აგვისტო, 2023 წ.
ორიგინალი იხილეთ აქ: https://poets.org/poem/last-rose-summer
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|