ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
10 აგვისტო, 2023


Thomas Moore - Oh! doubt me not

ტომას მური - ნუ დაეჭვდები ჩემში

ნუ დაეჭვდები ჩემში, ოცნება
აღარ ირჯება ვნების სააჯოდ,
აწი ვესტალი, კეთილგონება,
ტრფობით დაგზნებულ ხანძარს დარაჯობს.

ადრე აყვავდა გული უცდელი,
თუმცა არხიეს ბევრჯერ, დიახაც,
გასცვივდა მხოლოდ ცოტა ფურცელი,
ნაყოფი შენთვის შემოინახა.

მაშ, ნუ ეჭვდები ჩემში, ოცნება
აღარ ირჯება ვნების სააჯოდ,
აწი ვესტალი, კეთილგონება,
ტრფობით დაგზნებულ ხანძარს დარაჯობს.

თუმც ძველებურად ამჟამიერად
ლირა ვეღარ ჟღერს ჟინის დაცხრომით, 
მაგრამ, მერწმუნე, უფრო ძლიერად
სული ნეტარებს უთქმელ განცხრომით.

ფუტკარი ბზუის სიამოვნებით,
დახარის ყვავილს აუარებას
და უსაყვარლესს როცა მოძებნის,
შეიყუჟება, დამდუმარდება.
     
მაშ, ნუ ეჭვდები ჩემში, ოცნება
აღარ ირჯება ვნების სააჯოდ,
აწი ვესტალი, კეთილგონება,
შენით დაგზნებულ ხანძარს დარაჯობს.

10 აგვისტო, 2023 წ.


Thomas Moore -  Oh! doubt me not

Oh! doubt me not —the season
Is o’er when Folly made me rove,
And now the vestal, Reason,
Shall watch the fire awaked by Love.

Although this heart was early blown,
And fairest hands disturb’d the tree,
They only shook some blossoms down —
Its fruit has all been kept for thee.

Then doubt me not —the season
Is o’er when Folly made me rove,
And now the vestal, Reason,
Shall watch the fire awaked by Love.

And though my lute no longer
May sing of Passion’s ardent spell,
Yet, trust me, all the stronger
I feel the bliss I do not tell.

The bee through many a garden roves,
And hums his lay of courtship o’er,
But when he finds the flower he loves,
He settles there, and hums no more.

Then doubt me not —the season
Is o’er when Folly kept me free,
And now the vestal, Reason,
Shall guard the flame awaked by thee.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები