ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დებორა
ჟანრი: თარგმანი
11 აგვისტო, 2023


შენ, ჩემო შეყვარებულო - ბერნსი

#თარგმანები

რობერტ ბერნსი

ო, ჩემო შეყვარებულო, წითელ-წითელი ვარდი ხარ

***

ო, ჩემო შეყვარებულო,  წითელ-წითელი ვარდი ხარ,
ივნისის თვეში გაშლილო შენ კოკორო და  ღერო.
ო, ჩემი შეყვარებულო,  მელოდია ხარ საამო,
ირგვლივ ტკბილად რომ  გაისმი,  ხმაშეწყობილად მჟღერო!

ისეთი მშვენიერი ხარ, შენ, ჩემო შეყვარებულო,
მთელი არსებით შენი ვარ, გადამავიწყე სხვები.
სულ მეყვარები, იცოდე, მინდა, რომ შენად მიგულო,
შენი ერთგული ვიქნები, ვიდრე დამშრალან ზღვები.

ვიდრე მთლად ზღვები დამშრალან,
გჯეროდეს, ჩემო ძვირფასო,
ვიდრე მზე ლოდებს  დაამჩნევს დნობის რაიმე ნიშანს,
სულ მეყვარები, იცოდე, შენი ერთგული ვიქნები,
ჩამოიბნევა ბოლომდე ვიდრე სიცოცხლის ქვიშა.

გემშვიდობები ცოტა ხნით, შენ, ერთადერთო გულისა,
გემშვიდობები ცოტა ხნით, შენი ნატრული ვივლი,
დაგიბრუნდები გჯეროდეს, შენ, ჩემო შეყვარებულო,
რომ  გადმოვლახო მანძილი,  თუნდაც ათასი მილი!

(თარგმანი ნინო დარბაისელისა)

By Robert Burns

O my love is like a red, red rose

O my Luve is like a red, red rose
  That’s newly sprung in June;
O my Luve is like the melody
  That’s sweetly played in tune.

So fair art thou, my bonnie lass,
  So deep in luve am I;
And I will luve thee still, my dear,
  Till a’ the seas gang dry.

Till a’ the seas gang dry, my dear,
  And the rocks melt wi’ the sun;
I will love thee still, my dear,
  While the sands o’ life shall run.

And fare thee weel, my only luve!
  And fare thee weel awhile!
And I will come again, my luve,
  Though it were ten thousand mile.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები