ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
13 აგვისტო, 2023


ოქროს ნაპირის ნაიარევი

#ლექსები

ნინო დარბაისელი

ოქროს ნაპირის ნაიარევი

მზისგან დამცველი გადაისვა,
შეიკრა ლიფი.
თვალები - დიდი არაფერი,
შავი და მრგვალი,
ცხვირი სულ ოდნავ კეხიანი,
ნიკაპი - სავსე, 
ტუჩი - ზემოთა მოხაზული და ქვემოთა —ამობურცული.,
წარბის მორკალვა  სულ ოდნავი - საფეთქელისკენ,
შუბლის სიმაღლე  -
-  მონიშნული ცხვირის თავზე აქეთ-იქიდან ვნების ნაოჭით,
ყელის დაჭერა გადახრილად,
თმა  - პონის კუდად, შეღებილი.
მუხლის სიმრგვალე,  თავთან ოდნავ ამოწვეტილით,
თეძოზე -  მუცლის  მიბრტყელება
ჭიპის ღრმულამდე,
ბარძაყი -  მკვრივი და სიმკვრივეზე
რაღაც მკრთალი და ხაზოვანი  უვიწროესი ნაიარევი,
ზედ რუჯი რომ არ  მოეკიდება!

იცით,  როგორი ლამაზი იყო?
დაკვირვებული თუ შეხედავდი,
არცერთი ნაკვთი  არ უვარგოდა,
მაგრამ  ო, ერთად,
ერთობლივად  ისე იყო  ეს ყველაფერი უცხოდ შერწყმული,
რომელიმე ერთი ნაკვთი სულ  უმნიშვნელოდ,
რაღაც, ოდნავ  იმ ერთობას რომ გამოსცლოდა ზომით,
ფორმით ანდა ფერვალით,
ის იქნებოდა მახინჯთა შორის უმახინჯესი.

ადგა,
დაიძრა მარტოდ-მარტო
ზვიგენსაშიში  ნაპირისაკენ;
ამას არ ჰქვია, რომ საცურაო კოსტიუმი ეცვა.
შევიდა წყალში თანდათანობით,
შეერია შხეფნარევ სხივებს,
მერე ჩაყვინთა და გაცურა.

შეზლონგზე მწოლი
მე -  თითებშუა ოქრისფერი  ქვიშის ჩაცლას ველოდებოდი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები