რობერტ ბერნსი - შოტლანდიის დიდება (არამზადების ბრბო მშობელ ქვეყნის)
დაემორჩილე დუშმანს და მძრახველს, ვეღარ იცილებ ტალახს მოხვედრილს, გამოეთხოვე შენს განთქმულ სახელს, დიდებას, მრავალ ომში მოხვეჭილს.
სადაც ერთდება სოლვეი სარკთან, ალაგი, სადაც ზღვას ხვდება ტვიდი, ინგლისს გამცემთა ბრბომ მიუსართა და დაამდაბლა მდაბიურ ტვირთით!
რაც ვერ დაიპყრეს ბრძოლით, ტაცებით, თითო-ოროლას გადაბირებით, მიისაკუთრეს არაკაცების ბრბოსთვის გაცემულ ჯამაგირებით.
ომში მედგარნი და გულმამაცნი, ინგლისურ ფოლადს ჟინით ვლეწავდით, მათ საუნჯესთან თუმცა დავმარცხდით, გაგვანადგურა ოქროს ხელწალდით.
რატომ არ მოვკვდი ომში მხედარი, რომ არ მეხილა ქვეყნის დამხობა და დაეკრძალათ ჩემი ცხედარი უოლესის და ბრუსის მახლობლად.
გამოვაცხადებ ყოველ ცისმარე, სანამდე გული დასამარდება, ფულზე გაგცვალეს, სხივმოცისკარე სამშობლოვ, ბილწმა არამზადებმა!
13 აგვისტო, 2023 წ.
1707 წელს მიღებული იქნა აქტი ინგლისისა და შოტლანდიის კავშირის შესახებ. შოტლანდიის პარლამენტის ოცდათერთმეტმა უფლებამოსილმა წარმომადგენელმა პირადი პრივილეგიების მიღების მიზნით, მხარი დაუჭირა პარლამენტის გაუქმებას, შოტლანდიამ პოლიტიკური დამოუკიდებლობა დაკარგა. პოეტი მათ „არამზადების ბრბოს“ უწოდებს. სარკი და ტვიდი (Sark, Tweed) მდინარეებია, რომლითაც შოტლანდია ინგლისს ესაზღვრება სამხრეთ-დასავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით.
Robert Burns - Such A Parcel Of Rogues In A Nation
Fareweel to a' our Scottish fame, Fareweel our ancient glory; Fareweel ev'n to the Scottish name, Sae famed in martial story!
Now Sark rins over Solway sands, And Tweed rins to the ocean, To mark where England's province stands— Such a parcel of rogues in a nation!
What force or guile could not subdue Thro' many warlike ages, Is wrought now by a coward few, For hireling traitor's wages.
The English steel we could disdain, Secure in valour's station; But English gold has been our bane— Such a parcel of rogues in a nation!
O, would or I had seen the day That treason thus could sell us, My auld grey head had lien in clay Wi' Bruce and loyal Wallace!
But pith and power, till my last hour, I'll mak this declaration: We're bought and sold for English gold— Such a parcel of rogues in a nation!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
|
|
|