ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცისკაძე ოთარი
ჟანრი: თარგმანი
14 აგვისტო, 2023


Robert Burns - A Red, Red Rose

რობერტ ბერნსი - წითელი ვარდი

ჩემი ტრფობაა წითელი ვარდი,
ივნისის თვეში გაშლილი ახლად, 
სათუთ სიყვარულს ნარნარ ჰანგს ვადრი,
თანხმიერება რომელსაც ახლავს.

ჩემო ლამაზო, გონებას მირევ,
შენა ხარ ჩემი ნუგეში, სულთქმა
და მეყვარები, ძვირფასო, ვიდრე,
ზღვები დაშრება ამქვეყნად სულმთლად.

ვიდრე დააშრობს მზე ზღვებს და წყაროთ
და გადაადნობს ყველა კლდეს, კიდეს,
შენ მეყვარები ნიადაგ, კარგო,
სიცოცხლის ქვიშა სანამდეც იდენს.

გემშვიდობები, დროებით უნდა
დავშორიშორდეთ, წასვლას ნუ მიშლი,
დაგიბრუნდები, შენამდე თუნდაც
ვიარო ათი ათასი მილი!

14 აგვისტო, 2023 წ.


Robert Burns - A Red, Red Rose

O my Luve is like a red, red rose
  That’s newly sprung in June;
O my Luve is like the melody
  That’s sweetly played in tune.

So fair art thou, my bonnie lass,
  So deep in luve am I;
And I will luve thee still, my dear,
  Till a’ the seas gang dry.

Till a’ the seas gang dry, my dear,
  And the rocks melt wi’ the sun;
I will love thee still, my dear,
  While the sands o’ life shall run.

And fare thee weel, my only luve!
  And fare thee weel awhile!
And I will come again, my luve,
  Though it were ten thousand mile.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები