ავტორი: შენგელია ჯანო ჟანრი: პოეზია 16 აგვისტო, 2023
***£
შენ ისევ შორს ხარ. თავს რამდენი ფიქრი მიყრია ივსება წვიმის მონაცისფრო სუნით აული.. და ბლანტ სივრცეში ღამეები მაინც იტყვიან :- არაშენობას. და შენობის დღესასწაული
გადაიზრდება და გასცდება ფიქრებმორეულ უსაზღვრო სივრცის შეუცნობელ დიაპაზონებს, -სამყაროს მიღმა, სადაც ბედის მღვრიე მორევი ახალთახალი იდეებით სიკვდილს განდომებს,
რომელიც შორი, იშვიათი და უკარება ცხვირს აიბზუებს და ბავშვივით დაგემდურება... შეუცნობელი ,,ვით" ფსალმუნი ან სახარება ხმაგაკმენდილი ისაუბრებს ჩემი ბუნება.
დღეებზე:- სადაც არასოდეს ჩამოდგებიან უკვე ჩავლილი ვაგონები მატარებლების, დღეებზე: სადაც ტყის პირეთში ციცქნა ქოხია ჯერვერდამდგარი სიყვარულის მატარებელი.....