ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოფო88
ჟანრი: პოეზია
25 აგვისტო, 2023


დასასრული ხომ დასაწყისია?..

ნუღარ, ნუღარ ჩქარობ უკვე გვიანია,
უკვე შემოდგომა აგვისტოს მხრებში სცრის,
ქარსაც აცახცახებს, აღარც მზიანია...
წვიმს, წვიმს, წვიმს ძვირფასო... გადაუღებლად წვიმს...
და მაინც ცხოვრებას ფერები ამშვენებს,
დარდი და ტკივილი მარტის თვეს ადნება,
გასწიეთ ფარდა და უყურეთ ამ სცენებს,
რა ხდება? რა ხდება? შეხედეთ... რა ხდება...
---
წადი ოცნებავ!.. ოხ... ეს ჩვევა... რაღა ოცნება?..
წადი, იმ ძველი სითბოს ხათრით გირჩევ გულწრფელად,
მარტო ყოფნა მსურს, თეთრ ხიდს ჩაკრულ იმ დიდ მგოსნებთან,
რომ მათთან ერთად მეც რიონი ვტკეპნო უცვლელად...
---
ნეტავ დილა ახლა იწყებოდეს,
ნეტავ გზები მომცა კვალიანი,
ნეტავ არასოდეს იქნებოდეს
ჩვენი ნატერფალნი ნამიანი...
----
ჩვენი სამყარო ჰელოუნის ბუშტებს წააგავს,
ერთი ბიძგი და გაგიქრება, გაგიფრინდება,
დაემსგავსება მერე ყოფა შუკებს ნაავდრალს
და მკერდს ქვეშ სიმი მინორულად აღიღინდება.
რად აგვიანებ?- ეს ცხოვრება გრძელია განა?
ვინ შეგინახავს აუხდენელ ოცნებებს დიდხანს,
შენ შეგიძლია უსასრულოდ ელოდო?-არა,
და ჩემგან გიკვირს? თან ოცდები? ოჰ... რატომ?-მითხარ!
---
თუკი თებერვალმა სითბო გაურია
მარტის დასაწყისში ნუშიც აფეთქდება,
ჩემში რაღაც მშვიდი, მკრთალი ხმაურია,
ვგრძნობ რომ გათენდება, მალე გათენდება.
ცისკარზე მზე იმშობიარებს,
სხივები ტყუპ-ტყუპად გაჩნდება,
და ჰა, ეშველებათ იარებს,
ახდება, სხვა მხარე ახდება!
---
ვის გაუგია უნაყოფოდ ფიქრის წვალება?
ვის გაუგია დღე და ღამე ერთურთის ტოლი?
სად გაგონილა სულის ცოცხლად გარდაცვალება?..
არა... დღეიდან მე ნაბიჯი მექნება სწორი!
---
ნუღარ, ნუღარ ჩქარობ უკვე გვიანია,
უკვე შემოდგომა აგვისტოს მხრებში სცრის,
ქარსაც აცახცახებს, აღარც მზიანია...
წვიმს, წვიმს, წვიმს ძვირფასო... გადაუღებლად წვიმს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები