ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
1 სექტემბერი, 2023


არყოფნეთული

ნინო დარბაისელი

არყოფნეთული

მე რომ  ფრინველი  ვყოფილიყავი,
მე ვიქნებოდი შენი მტრედი,
ვიგურგურებდი შენს სიახლოვეს და
ვინმესთვის რომ  ხმის მიწვდენა დაგჭირდებოდა,
შემომაბამდი  მარჯნის ფეხზე პატარა ბარათს,
ავფრინდებოდი  და ისევ შენთან, 
პასუხიანად დავბრუნდებოდი.

მე რომ მწერი ვყოფილიყავი,
მე ვიქნებოდი  მუქშავი  ტკიპა.
კანში  მწარედ ჩაგიჯდებოდი,
სისხლს ამოგწოვდი და
ვერაფრით მომიშორებდი.

მე რომ საჭმელი ვყოფილიყავი,
მე ვიქნებოდი შენი პური გაუმტკიცავი,
გამომცხვარი უსაფუაროდ,
სანდო და ხმელი,
მაწიერი და შეუხედავი.

მე რომ სასმელი ვყოფილიყავი,
მე ვიქნებოდი შენი წყალი,
ციდან მიწამდე თითქოს ყველგან
მოდებული,
თავის- უფორმო,
თითქოს გემოს და ფერის  არმქონე,
წყურვილის დროს კი  შეუცვლელი.

და ასე შემდეგ  და ასე შემდეგ…
ამ საერთომდე:

-მე რომ  შენს ქვეყნად ვყოფილიყავი,
მე ვიქნებოდი შენი
და არ დამჭირდებოდა ეს ლექსი,
თითქოს მარტივი და თანაც  რთული
- არყოფნეთული!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები