როგორი იყო ის სიყვარული?! - თავისნაირებს თითქოს ჰგავდა და მაინც არც ჰგავდა, ფაქიზი, თეთრი, გარე თვალისთვის - მშვიდი, შიგნით - ქარიშხლიანი, - ტრიალ-ტრიალით წამოსული თოვლის ფანტელი, ვიდრე წყალში ჩავარდება და წყლად იქცევა.
მე მივატოვე, როცა ვიგრძენი, რომ ერთმანეთი უკვე ბოლომდე გვიყვარდებოდა; რომ დამტოვებდა და მე ვეღარ გადავიტანდი; რომ ეს ცხოვრება კი არ იცდის, შეუსვენებლად მიდის და თავქვე მიედინება.