ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
11 სექტემბერი, 2023


გარდასულ დროთა ალბომებიდან

#ეტიუდები

რა მინდოდა:

განწყობისთვის  ავიღე შალვა ამირეჯიბის ცნობილი ლექსის  რიტმი და ინტონაციები;  მაგრამ ჩემი - სამსტრიქონედებად, მონორაიმებად, ზუსტ რითმებად შევთხზე,  ფინალი-  ჯვარედინი კატრენია. კონტრასტისთვის დამჭირდა.

ნინო დარბაისელი

გარდასულ დროთა ალბომებიდან

ო, ფოტოგრაფი  - ცაცია,
გაქვავებული გრაცია,
ეს ფოტო  - დასატაცია,

ამ  ფოტოს  - დავეხარბები:
ზეაზიდული წარბები, 
და წამწამები - ზღარბები.

სახეზე - შორი არილი,
ნაცხები ფერუმარილი -
საჭირო, აწ გაკმარილი.

მშვენება - არნაწვალები,
ღაწვები - ნამხურვალები
და მარგალიტის თვალები.

მაღალი ჩიხტიკოპები,
კაცთა - შეყრილი კოპები,
წლები - ვერგასატოპები.

ახლა  უცხოა, არ  - მაშინ,
თქვენი კაბების მარმაში.
თქვენი ფლირტული თამაში,

ამბავთა განსჯა -  ჩუმ-ჩუმი,
ზურგსუკან -  წყნარი ჩურჩული..
გისმენთ გულგამოჩურჩული,

გიცქერთ და გეთაყვანებით
დღემდე ვერ დაიყვანებით.
სავსენო ბანოვანებით,

აქედან - გაბედიანებთ
ამ საუკუნის ობლები,
მანდედან -  გვასევდიანებთ,
აქედან -  გვეახლობლებით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები