ჯორჯ გორდონ ბაირონი - ე-ს
დაე, დასცინოს ხროვამ სულელთა ჩვენს მეგობრობას, რადგან ზნეობას აქვს სიყვარულის მეტი უფლება, ვიდრე რანგის და მანკის ერთობას.
მემკვიდრეობით ნუ დაღონდები, ბედით უაზნო გვარის მიღებით; ნუ შეგშურდება ჩემი წოდების და იამაყე კრძალულ ღირსებით!
მონათესავე სულის თანხლება ვერ დამიმცირებს ხორცს, ან სამშვინველს, ვფიქრობ, ტკბილია არანაკლებად, როცა ღირსებით ქმნიან კავშირებს!
24 სექტემბერი, 2023 წ.
George Gordon Byron -To E– / Let Folly smile
Let Folly smile, to view the names Of thee and me in friendship twined; Yet Virtue will have greater claims To love, than rank with vice combined. And though unequal is thy fate, Since title deck’d my higher claims Yet envy not this gaudy state; Thine is the pride of modest worth. Our souls at least congenial meet, Nor can thy lot my rank disgrace; Our intercourse is not less sweet, Since worth of rank supplies the place.
(November 1802)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
|
|
|