| ავტორი: სერ ჟანრი: პროზა 24 სექტემბერი, 2023 |
- რამდენი წელია უკვე, რაც ჩვენს სოფელში დასახლდი ? - წელი ? არ ვიცი. ბევრი ალბათ. წლებს, შენნაირი მომაკვდავები ითვლიან. მე - არა. - დიდო უუუუკვდავო. არ გეზარება, ამდენი სიცოცხლე ? - ჭირივით. მაგრამ რა ვქნა, თავს ხომ არ მოვიკლავ. მით უმეტეს, აგერ, გაიხსენე, სად მოვედი და ახლა სად ცხოვრობ. - უდაოდ, საოცრება ხარ. ჩვენი სოფელი, არასდროს იყო ეგეთი.... ძლიერი. - მაშ. საოცრება არა, უბრალოდ, დიდი გამოცდილება დავაგროვე სამყაროში. ეგაა და ეგ - არასდროს მინახავს, ისეთი ცივი თვალები, როგორიც შენ გაქვს. - მართლა ? მადლობა. - ნუთუ არ არსებობს შენში, წვეთი ემოცია. - რაში გჭირდება, ჩემი ემოცია ? ის, რაც გაკლდათ, მოგეცით. ის, რაც არ გქონდათ, გაგიჩინეთ. ჩემი ემოცია აქ... არავის ჭირდება. - და მაინც, არ გიჭირს ეგრე ? მარტოსული ადამიანი ხარ. ძალიან მარტოსული. - მე ? არ ვარ მარტოსული. შენ ვერც კი წარმოიდგენ, რაოდენ დიდია ჩემს მხრებზე, ადამიანური მოგონებები. - მოგონებებით რატომ ცხოვრობ ? - იმიტომ, რომ ამდენსაც ძნელად ვიჭერ. ამაზე მეტი, ალბათ წამაქცევს. - სიყვარული ? - ოოოოჰ. სიყვარული მაგარი რამ არის. მაგრამ ძნელია, შეგიყვარდეს ის, ვინც მალე დაგტოვებს. - იქნებ არ დაგტოვოს მალე ? - დამღალე უკვე. გინდოდა ემოცია ? აჰა. - ჰაჰ. არა, მე სხვანაირი ემოცია მინდოდა. ესოდენ დიდი სიკეთის მატარებელი, როგორ შეიძლება, ეგეთი ცივი თვალები გქონდეს, მიკვირს უბრალოდ. - ჩემს თვალებში, საინტერესოს, შენ ვერაფერს დაინახავ. - აჰ... მე ვერ და შენნაირი დიდებული სამატორი ალბათ კი, არა ? - ნუ სულელობ. ეგეთი რამ არც მიფიქრია. უბრალოდ, რა საჭიროა, ჩემს თვალებში ბოდიალი. - მინდა, შენს თვალებში ვიბოდიალო. არ არსებობს, არ მჯერა, რომ იქ სრული სიცარიელეა. - სრულ სიცარიელეში ბოდიალი, დიდ ხანს მოგიწევს. დიდი შანსია იმისიც, სიცარიელის გარდა, ვერაფერი ნახო. არ გაგაჩნია სათანადო ძალა, რომ ჩემი კარიბჭე გაანგრიო. კარიბჭეები კიდევ ბევრია, დიდი კედლებიც, უამრავი. - რატომ შენით არ გამიღებ კარებს ? - მენანები. იცი, სად მოგიწევს მოგზაურობა ? არ იცი. ვერც კი წარმოიდგენ. შენ... შენ რა იცი, ჩემზე. ის იცი, რომ შენი მშობლიური სოფელი ავაყვავე ? მეტი ? - ის, რომ სამატორი ხარ. ნამდვილი ქაოსის შვილი. - ქაოსის შვილი. ერთი პაწია სოფელი აგიყვავე, ჩემო კარგო. უთვალავი პლანეტა კი გავანადგურე. ერთი ოჯახი შევიფარე, ცივილიზაციები კი დავმარხე. ერთი გოგონა დაგიცავი, უამრავი კიდევ ვერ დაიცვეს ჩემგან. - არ ხარ ეგეთი, შენ. არ ვიცი, რაოდენ დიდი უბედურების მომტანი იყავი თავის დროზე მაგრამ... ახლა ხომ სხვანაირი ხარ. იცი, როგორ მინდოდა ყოველთვის, შენი სახის დანახვა ? ამ შავბნელი ნიღაბის უკან, რა ნაკვთები იმალება. რატომ არასდროს იხსნი ნიღაბს ? - შესისხლხორცებულია ნიღაბი, ძველისძველი, ჩემს სახესთან. ზოგადად, ჩემს სხეულს, სულ სხვა მიზნებისთვის ამზადებდნენ ოდითგანვე. შენთან სალაპარაკოდ, არა. - აჰ. ანუ ხელს გიშლი. - ხელს არ მიშლი. მიტევ და ძალიან ვხალისობ. - შენი სამშობლო რატომ დატოვე ? შენ ხომ ციტადელის მიწაზე ცხოვრობდი. ნუთუ იქაურობის სილამაზე არ იყო საკმარისი, რომ არ დაგეტოვა, იმპერიის გული. - მაინც არ მეშვები, ხომ ? - არა ! ამდენი ჩვენ, არასოდეს გვისაუბრია. - საოცარი სანახაობაა. საოცარი ენერგიაც. გაჟღენთილი ხარ მარად, იდუმალი ძალებით. ზოგჯერ მჩატედ ხარ, ზოგჯერ მძიმედ. ზოგჯერ სიკვდილის სუნი გცემს, ზოგჯერ ბედნიერების. - მაშ რატომ წამოხვედი ? - დავიღალე, ამი'სა. დავნებდი. გამოვიფიტე. დავნაღვლიანდი. - ნუთუ მართლა ამდენი ადამიანი გყავს მოკლული ? ჩვენს პლანეტას რამდენ ხანში გაანადგურებდი ? - წამებში. - რომ იცოდე, მე ვარ პლანეტაზე, გაანადგურებ ? - ... - ფიქრობ ?! - არაფერს გავნებ, არასდროს. მარად დაგიცავ იქ, სადაც იქნები. - ჩემზე, ეგეთ კონტექსტში საუბრის დროსაც კი, შენი თვალები არ იცვლის ტონს. ამა'კე, ნუთუ შენი თვალები მართლა ჩამქრალია ?.. - ჩემო ამი'სა ... მე მესმის შენი. ვიცი, რომ შენთვის ძვირფასი არსება ვარ. - ადამიანი და არა არსება ! - ადამიანი მე, არც არასოდეს ვყოფილვარ. არ ძალუძს ადამიანს ის ყველაფერი, რაც მე შევიძინე, აღზრდის დროს. სამატორი ვარ, ამი'სა. სამატორი... ათასი წელი გავიდა, ათასზე ათასჯერ მეტი. სანამ ეს სამყარო ჩამოყალიბდებოდა, სანამ ქაოსს ქაოსად გაიცნობდნენ. მე მომსწრე ვარ, ამ ყველაფრის. - ჩამეხუტე. - მოდი ჩემთან, კარგო ადამიანო. ნუ ფიქრობ ჩემზე ბევრს. ნუ ღელავ ჩემზე. ნუ ცდილობ, კარგი გამიკეთო. ნუ მაცოცხლებ. - ხო მაგრამ... - ჩემთვის შენ, მართლა განსაკუთრებული ხარ. სუფთა ხარ. უსუფთესი. ამი'სა, ვარსკვლავებმა მოასწრეს ჩაქრობა, ანთება და კიდევ ერთხელ ჩაქრობა. შენ კი სულ მემახსოვრები. მართლა ! - არაფერიც არა ! ნუ იტყუები ! ჩემნაირს კიდევ მილიონს მოინელებ და არ გემახსოვრები ! ამა'კე ! რატომ ხარ უკვდავი ?! რატომ !!!.. - დამშვიდდი. შენ არ გატკენს ჩემი უკვდავება. - არ დაბრუნდე იქ, მაშინ. - აქ ვარ. დამშვიდდი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ოოოოჰ. სიყვარული მაგარი რამ არის. მაგრამ ძნელია, შეგიყვარდეს ის, ვინც მალე დაგტოვებს. ოოოოჰ. სიყვარული მაგარი რამ არის. მაგრამ ძნელია, შეგიყვარდეს ის, ვინც მალე დაგტოვებს.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|