ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოტიმა
ჟანრი: პოეზია
29 სექტემბერი, 2023


თვითსალაღობო

#ლექსები

ნინო დარბაისელი

თვითსალაღობო

კარგია, როცა ბერდები, როცა ცხოვრება გავა,
წელი - წელს არ გავს,  თვალი- თვალს,
ვერსად გეტევა გავა.

ძველ სიყვარულებს იხსენებ, ფურცელზე დაწერ სიას,
ფანქრით მიჰყვები, ზოგს წაშლი, უტარებ კომისიას.

დანომრავ,  დაახარისხებ, ზოგთან - ორ ჯვარსაც  დასვამ,
წინ - მაღალფეხა ფუჟერში  ღვინო გაქვს შავი და სვამ.

ეპითეტებიც გჭირდება, ზოგს დაუძახებ  ძლიერს,
ზოგს - მთავარს, პირველს, ერთადერთს, მოგონებებმა გძლიეს!

“დაიწოს შენი მამგონი, სიბერევ!” მტკივა ძვლები,
არც გასაქცევი  დაგირჩა, ასაკს სად გაუძვრები.

წინ -  რაღა პერსპექტივაა,  ან საიმედო რა ჩანს,
უკან  - რაც იყო, იყო და  მოგონებად-ღა დარჩა.

მაინც რა უჭირს,  გონებას მოგონებებით  იქცევ.
რაც აღარ მოგწონს,  გამოცვლი, თავს  სხვაგვარ ქალად იქცევ.

კარგია, როცა ბერდები, როცა ცხოვრება გავა,
საქმე არა გაქვს, ოთახიც უკვე სხვამ გამოგავა.

შემოდგომაა.  მზის სხივებს ოდნავი მოსდევთ სითბო,
რა გრჩება?! - წერო სიები და გასარითმი - რითმო!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები