ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცისკაძე ოთარი
ჟანრი: თარგმანი
29 სექტემბერი, 2023


George Gordon Lord Byron - When Coldness Wraps This Suffering Clay

ჯორჯ გორდონ ბაირონი - როცა ყინვა მოედება თიხას ვნებულს

როცა ყინვა მოედება თიხას ვნებულს,
საით წავა მოუკვდავი გონი მაშინ?
სამარადო, მიატოვებს გაშავებულ
გვამს, დაარღვევს ამქვეყნიურ ორთა კავშირს.
გაუყვება სხეულისგან განძარცული,
მნათობთა კვალს ღვთაებრივი ციურ ეტლით?
თუ მოიცავს, მაშინათვე, აღმართული
მთელ სამყაროს ყოვლისმხედი თვალის ჭვრეტით?

სამუდამო, უსამანო, გაუხრწნელი
და ყველაფრის დამნახავი ჩუმი ფიქრით,
გამჟღავნდება მიჩქმალული, აუწყველიც,
განუხრელად როცა ხსოვნის ძირში მიქრის.
გონებაში მიკარგული სუსტი კვალი,
დაბნელებულ და გარდასულ წელთა სევდა,
სულის ფართოდ გახელილი მახვილ თვალით
გაშუქდება, გაცხადდება უცაბედად.

გაიხედავს წარსულისკენ, როცა შექმნა
ზენაარმა შესაქმისას ცა და მყარი
და ღვთის ხატად გამოძერწა კაცი ქვეყნად,
შთაუბერა სული ხორცთან გასაყარი.
ეჩვენება შექმნილიც და წახდენილიც
მას მერმისის რუდუნით, ან გამეტებით,
ვიდრე მზე არ გაქრება და დადგენილი
დაირღვევა მოძრაობა პლანეტების.

გაფრინდება, სადაც სულის ამომწვდელი
ვერ შეაღწევს უწმინდური ვნების მწუთხი
და გაივლის საუკუნე, როგორც წელი,
წელიწადი კი გაირბენს მსგავსად წუთის.
უფრთო ფიქრი ზეცას ავა სინავარდით,
გადმოხედავს უსასრულო სივრცეს გამცდარს,
უსახელო, მარადისის ბინადარი,
დაივიწყებს ამქვეყნიურ კვდომის განცდას.

29 სექტემბერი, 2023 წ.


George Gordon Lord Byron - When Coldness Wraps This Suffering Clay

When coldness wraps this suffering clay,
Ah! whither strays the immortal mind?
It cannot die, it cannot stay,
But leaves its darkened dust behind.
Then, unembodied, doth it trace
By steps each planet's heavenly way?
Or fill at once the realms of space,
A thing of eyes, that all survey?

Eternal, boundless, undecayed,
A thought unseen, but seeing all,
All, all in earth or skies displayed,
Shall it survey, shall it recall:
Each fainter trace that memory holds
So darkly of departed years,
In one broad glance the soul beholds,
And all, that was, at once appears.

Before Creation peopled earth,
Its eye shall roll through chaos back;
And where the farthest heaven had birth,
The spirit trace its rising track.
And where the future mars or makes,
Its glance dilate o'er all to be,
While sun is quenched or system breaks,
Fixed in its own eternity.

Above or Love, Hope, Hate, or Fear,
It lives all passionless and pure:
An age shall fleet like earthly year;
Its years as moments shall endure.
Away, away, without a wing,
O'er all, through all, its thought shall fly,
A nameless and eternal thing,
Forgetting what it was to die.

Seaham, 1815.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები