შეძრწუნებული ვარ. საინფორმაციოებს ვერ ვწყდები. მარტო ჩემი კი არა, ყველა ჩვენგანის სულიერი სამშობლო - წმინდა მიწა - ისრაელი იწვის! რაღაც სისულელეებს ვრითმავ. რომ ცოტა ყურადღება დავასვენო.
ამ ახალ რეალობაზე - ამ ომზე სწრაფად, სრულიად სხვანაირად გადაეწყობა მსოფლიო.
დროულად! დროულად!
***
ცეცხლი აეშვა, ცეცხლს შია! თუ სძინავს, ის - რა ერია! ღმერთის რჩეული ცეცხლშია. წინ - წმინდა ისრაელია!
***
დამთავრდა სიტყვა რიოში, თავმოწონება კდემით, ვიღვიძებთ - სხვა მსოფლიოში, სხვა მსოფლიოში ვკვდებით.
***
დღეს გამოჩნდა მამალიცა, დედალიცა, გადასწორდა ასლიცა და დედანიცა, მიწა! მიწამ მტერ-მოყვარე დაამიწა… ერთ ღამეში შეიცვალა დედამიწა!
*** უბედობა დასაფიცის ამატირებს ისრაელის… ვინ რა იცის, ვის რა ელის!