ჯორჯ გორდონ ბაირონი - ცრემლი
სიყვარული ან ამხანაგობა, როცა აღძრავენ ჩვენს თანაგრძნობას, მზერით ფასდება განზრახვა წრფელი, თუნდაც გვაცდუნოს ღიმილმა ბაგის და შეგვაპაროს მზაკვრობის ბანგი, გრძნობის საზომად გვადგება ცრემლი.
ძალიან ხშირად ღიმილის მიღმა პირფერი შიშს და სიძულვილს ნიღბავს, რათა აცდუნოს მორიგი მსხვერპლი; მასიამოვნე უნაზეს სულთქმით, სანამდე თვალი, გამთქმელი სულის, დაბინდულია დროებით ცრემლით.
გულმოწყალების წმინდა სანთელი მოკვდავთა სულებს ავსებს ნათებით და სიველურეს აქარწყლებს ქველი, ყინულსაც ალხობს კეთილთვისება, სადაც იგრძნობა მსგავსი ღირსება, ცვარად იფრქვევა მხურვალე ცრემლი.
ვინაც ავდარში ცურვას არ იშლის, არ უშინდება ქროლას ქარიშხლის და საჭეს მართავს გემბანზე გემის, როცა განიცდის ზვირთის კვეთებას, მისით ფეხები მოეკვეთება, მწვანე ნაშხეფებს აბრწყინებს ცრემლით.
არ ეპუება ფათერაკს გმირი და მიესწრაფვის დიდების გვირგვინს, თუნდაც დაეცეს სიკვდილის ცელით; თუ დაჭრილ დუშმანს ნახავს კაი ყმა, შეებრალება, ხელში აიყვანს, ყოველ ჭრილობას მოუბანს ცრემლით.
თუ მეომარი ბრუნდება სახლში, ქარქაშში აგებს სისხლიან მახვილს, წარსულს ბარდება დღეები ღვრემის, დასაჩუქრდება სანაცვლოდ ბრძოლის, რათა ჩაიკრას ერთგული ცოლი, ამბორისყოფით მოწმინდოს ცრემლი.
ტკბილო სურათნო ყმაწვილკაცობის, ადგილნო ძმადნაფიცთა გაცნობის, სწრაფადგაფრენილ, სიამის მგვრელი წლებისკენ უკან მოვიხედები - უკანასკნელად დავტკბე ხედებით, მზერას მიბინდავს თუმცაღა ცრემლი.
მე აღარ ძალმიძს აღთქმის მიცემა, ჩემი მერისთვის რამის მტკიცება, წარსულს ჩაბარდა ტრფიალი მწველი, მახსოვს დრო, როცა ტალავრის ჩრდილში, ძვირფასი არსი, სათუთად ზრდილი, აჯილდოებდა აღნათქვამს ცრემლით.
თუმცა რაყიფმა დაისაკუთრა, მაინც ვაკურთხებ მარად სათუთარს, ჩემთვის დარჩება პატივსაცემი! დავემშვიდობე ოხვრით, ვაებით, ვინც ჩემი იყო ერთ დროს სავსებით და ვაპატიე ღალატი ცრემლით.
სიყრმის ძმობილნო ჩემი ცხოვრების, გეტყვით ჟამამდე გამოთხოვების, იმედს არ ვკარგავ ნუგეშისმცემლის: ერთურთს როდესმე თუკი შევხვდებით მიზანდასახვით, ანდა შემთხვევით, დე, შევხვდეთ, როგორც დავშორდით, ცრემლით.
როცა სიკვდილი სხეულს გასუდრავს, სული ეწვევა მკვდართა საყუდარს, გვამს ჩამარხავენ ცივ სარეცელში, ჩემს სამარესთან წუთით შემდგარმა წამოიტირე ჩაფლულ ცხედართან, მიწას ეპკუროს მდუღარე ცრემლი.
მარმარილოს ქვა ნუ დაიდება, არ მიანიჭოს წუხილს დიდება, არ მსურს ამაო არსის შემცველი ძეგლი, სახოტბო შეთხზულ ამბებით, ვერას შემმატებს დითირამბები; პატივი მხოლოდ მომაგეთ ცრემლით.
12 ოქტომბერი, 2023 წ.
George Gordon Byron – The Tear
When Friendship or Love Our sympathies move; When Truth, in a glance, should appear, The lips may beguile, With a dimple or smile, But the test of affection’s a Tear:
Too oft is a smile But the hypocrite’s wile, To mask detestation, or fear; Give me the soft sigh, Whilst the soultelling eye Is dimm’d, for a time, with a Tear:
Mild Charity’s glow, To us mortals below, Shows the soul from barbarity clear; Compassion will melt, Where this virtue is felt, And its dew is diffused in a Tear:
The man, doom’d to sail With the blast of the gale, Through billows Atlantic to steer, As he bends o’er the wave Which may soon be his grave, The green sparkles bright with a Tear;
The Soldier braves death For a fanciful wreath In Glory’s romantic career; But he raises the foe When in battle laid low, And bathes every wound with a Tear.
If, with high-bounding pride, He return to his bride! Renouncing the gore-crimson’d spear; All his toils are repaid When, embracing the maid, From her eyelid he kisses the Tear.
Sweet scene of my youth! Seat of Friendship and Truth, Where Love chas’d each fast-fleeting year Loth to leave thee, I mourn’d, For a last look I turn’d, But thy spire was scarce seen through a Tear:
Though my vows I can pour, To my Mary no more, My Mary, to Love once so dear, In the shade of her bow’r, I remember the hour, She rewarded those vows with a Tear.
By another possest, May she live ever blest! Her name still my heart must revere: With a sigh I resign, What I once thought was mine, And forgive her deceit with a Tear.
Ye friends of my heart, Ere from you I depart, This hope to my breast is most near: If again we shall meet, In this rural retreat, May we meet, as we part, with a Tear.
When my soul wings her flight To the regions of night, And my corse shall recline on its bier; As ye pass by the tomb, Where my ashes consume, Oh! moisten their dust with a Tear.
May no marble bestow The splendour of woe Which the children of vanity rear; No fiction of fame Shall blazon my name. All I ask—all I wish—is a Tear.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. დიდი მადლობა, მუხა, იხარეთ! დიდი მადლობა, მუხა, იხარეთ!
1. როგორი სევდიანი პოემაა და კარგად თარგმნილი. ცრემლი ნამდვილად მძაფრი გრძნობის მაჩვენებელია.
ჩემს სამარესთან წუთით შემდგარმა წამოიტირე ჩაფლულ ცხედართან, მიწას ეპკუროს მდუღარე ცრემლი.
ჯორჯ გორდონ ბაირონი -რომანტიკოსი პოეტი, სხვა არას ითხოვს, მხოლოდ ცრემლს სიყვარულისას. ცხონდეს მისი სული.
როგორი სევდიანი პოემაა და კარგად თარგმნილი. ცრემლი ნამდვილად მძაფრი გრძნობის მაჩვენებელია.
ჩემს სამარესთან წუთით შემდგარმა წამოიტირე ჩაფლულ ცხედართან, მიწას ეპკუროს მდუღარე ცრემლი.
ჯორჯ გორდონ ბაირონი -რომანტიკოსი პოეტი, სხვა არას ითხოვს, მხოლოდ ცრემლს სიყვარულისას. ცხონდეს მისი სული.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|