უილიამ შექსპირი - ხვალე და ხვალე, დღენიადაგ დღე ხვალინდელი
(მაკბეტის მონოლოგი)
ხვალე და ხვალე, დღენიადაგ დღე ხვალინდელი მოიპარება ნაბიჯ-ნაბიჯ, აუჩქარებლად, ვიდრე აღავსებს დადგენილი ჟამის საწყაოს; ხოლო გუშინდელ დღეთა შუქი ბრიყვებს მიდენის მტვრიან საფლავთან. ჩქარა ჩაქრი მოკლე კანდელო! მოარულ ჩრდილს ჰგავს სიცოცხლე და მდარე მსახიობს ერთი საათით ბღენძით, ბორგვით მოსიარულეს და მერე გამქრალს; შეთხზულია, მხოლოდ ზღაპარი ლენჩის ნათხრობი, სავსე რისხვით, ალიაქოთით, უმნიშვნელოა, უაზრო და არარაობა!
14 ოქტომბერი, სვეტიცხოვლობა, 2023 წ.
William Shakespeare - Tomorrow, and tomorrow, and tomorrow
(from Macbeth, spoken by Macbeth)
Tomorrow, and tomorrow, and tomorrow, Creeps in this petty pace from day to day, To the last syllable of recorded time; And all our yesterdays have lighted fools The way to dusty death. Out, out, brief candle! Life's but a walking shadow, a poor player, That struts and frets his hour upon the stage, And then is heard no more. It is a tale Told by an idiot, full of sound and fury, Signifying nothing.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
|
|
|