ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
15 ოქტომბერი, 2023


WILLIAM SHAKESPEARE - All the world’s a stage

უილიამ შექსპირი - მთელი სამყარო თეატრია

(პიესიდან „როგორც გენებოთ“)

ჟაკის მონოლოგი


მთელი სამყარო თეატრია, მასში ყოველი
ადამიანი - შერჩეული მსახიობია,
სცენაზე თავის შემოსასვლელ-გასასვლელებით;
ყველა კაცს უწევს რამდენიმე როლის თამაში
შვიდქმედებიან პიესაში. ის ჯერ ჩვილია,
დედის მკლავებში მოკნავილე, გულარეული;
შემდეგ მტირალა მოწაფეა, სახენათელი,
გაბერილ ჩანთით, ლოკოკინას დინჯი ნაბიჯით,
სკოლისკენ ზლაზვნით მიმავალი; შემდეგ აშიკი,
მკერდში მქშინავი ქურით, სერენადის მიმძღვნელი
შეყვარებულის წარბებისთვის; შემდეგ მხედარი,
ბევრის აღმთქმელი, ლეოპარდის მსგავსი წვერებით,
გულფიცხი, ჩხუბის წამომწყები, დაუდეგარი,
ფუჭი სახელის მოსახვეჭად არდამრიდეა
ქვემეხის ლულის; ამის შემდეგ ხდება მსაჯული, 
გაზრდია ღიპი, გამომძღარი მსუქან ყვერულით,
მკაცრთვალებაა, მიწყივ კოხტად წვერშეკრეჭილი,
აფორიზმების დაუშრეტი სიბრძნის მადანი,
თამაშობს მის როლს; და მეექვსე ჟამის ასაკში
ხორცგალეული გახვეულა თბილ, სქელ საცვლებში,
ატარებს პენსნეს, წელსარტყელში ქისა გაჩრია;
მეტად ფართოა ადრინდელი შარვლის ტოტები,
დაწვრილებული წვივებისთვის, ბოხი ძახილი
ბავშვურ დისკანტით შეუცვლია, მოჰგავს სუნთქვისას
ფლეიტის სტვენას. მოქმედება უკანასკნელი
დგება, როდესაც დასრულდება ესე ამბავი,
ჩვილობას ისევ უბრუნდება - ხსოვნაწაშლილი,
უთვალისჩინო, უკბილო და უნარწაგვრილი.

15 ოქტომბერი, მოწამეთობა, 2023 წ.


WILLIAM SHAKESPEARE - All the world’s a stage

(from „As You Like It“, spoken by Jaques)


                                        All the world’s a stage,
And all the men and women merely players;
They have their exits and their entrances;
And one man in his time plays many parts,
His acts being seven ages. At first the infant,
Mewling and puking in the nurse’s arms;
And then the whining school-boy, with his satchel
And shining morning face, creeping like snail
Unwillingly to school. And then the lover,
Sighing like furnace, with a woeful ballad
Made to his mistress’ eyebrow. Then a soldier,
Full of strange oaths, and bearded like the pard,
Jealous in honour, sudden and quick in quarrel,
Seeking the bubble reputation
Even in the cannon’s mouth. And then the justice,
In fair round belly with good capon lin’d,
With eyes severe and beard of formal cut,
Full of wise saws and modern instances;
And so he plays his part. The sixth age shifts
Into the lean and slipper’d pantaloon,
With spectacles on nose and pouch on side;
His youthful hose, well sav’d, a world too wide
For his shrunk shank; and his big manly voice,
Turning again toward childish treble, pipes
And whistles in his sound. Last scene of all,
That ends this strange eventful history,
Is second childishness and mere oblivion;
Sans teeth, sans eyes, sans taste, sans everything.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები