უილიამ შექსპირი - მიდი, დაბერე ზამთრის ქარბუქო
ამიენის სიმღერა პიესიდან „როგორც გენებოთ“
მიდი, დაბერე ზამთრის ქარბუქო, სუსხით გულს იმედს ისე არ უქრობ, უმადურობა ვით ჩაკლავს კაცის, კბილი არა გაქვს მასავით ბასრი, თვალუხილავად რადგანაც დაქრი, გახასიათებს თუმც სუნთქვა მკაცრი. დაბერე ქარო! მეგობრობა ქვეყნად მრავალთა თვალთმაქცობაა, სიყვარული - ბრიყვთა ავალა! ჰეი-ჰო, ქარო, დაუქროლე ბალახმაყვალას, მხიარულია ცხოვრება და ძნელი სავალად!
დაოკდი ცაო, ძვინვით ნუ გვნავსავ, დავიწყებული სიკეთის მსგავსად არ შეგიძლია ნესტრის დასობა: თუმც შენი ნებით ხევდება წყალი, არ გაქვს ისეთი პირბასრი ბრჭყალი, ვით იმ მეგობარს, რომ არ ვახსოვართ. დაბერე ქარო! მეგობრობა ქვეყნად მრავალთა თვალთმაქცობაა, სიყვარული - ბრიყვთა ავალა! ჰეი-ჰო, ქარო, დაუქროლე ბალახმაყვალას, მხიარულია ცხოვრება და ძნელი სავალად!
18 ოქტომბერი, წმ. გრიგოლ ხანძთელის ხს. დღე, 2023 წ
William Shakespeare - Blow, blow, thou winter wind
(As You Like It Act 2 Scene 7)
Blow, blow, thou winter wind, Thou art not so unkind As man’s ingratitude; Thy tooth is not so keen, Because thou art not seen, Although thy breath be rude. Heigh-ho! sing, heigh-ho! unto the green holly: Most friendship is feigning, most loving mere folly: Then, heigh-ho, the holly! This life is most jolly.
Freeze, freeze, thou bitter sky, That dost not bite so nigh As benefits forgot: Though thou the waters warp, Thy sting is not so sharp As friend remembered not. Heigh-ho! sing, heigh-ho! unto the green holly: Most friendship is feigning, most loving mere folly: Then, heigh-ho, the holly! This life is most jolly.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. მადლობა, მუხა! მადლობა, მუხა!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|