 | ავტორი: დებორა ჟანრი: პოეზია 20 ოქტომბერი, 2023 |
#ლექსები
ნდს
ჯეკ დენიელსი. სიყვარული
“ჯექ დენიელსის” მოკუთხულ ბოთლში ასხია ვისკი, ვის სულ არ უყვარს, ვის კი გული აუხტუნდება, ვიდრე ყინულებს ბარისტერი გამჭვირვალე და განიერ ჭიქაში ჩაჰყრის, მერე დაასხამს სოდას და ბოლოს ჩაამატებს ერთ “შოთ” ალკოჰოლს.
შენ შეგიძლია, ჭიქა ბარის თავზე დატოვო, მაგრამ თუ წრუპავ - გეამება ჯერ ენის წვერით, მერე ხორხით და კუჭის წვერით გაეღები, იგრძნობ, ბჟუილით როგორ გეხსნება სისხლძარღვები, ფეხის თითებშიც როგორ დაგივლის, გულიც და ენაც მიგიბუჟდება და გეგონება, ფეხსაც აღარ დაისველებ, სულ ერთიანად გადაუვლი ყოფიერ ამბებს, დარდს თუ პრობლემას.
მისაყოლებელს რას გირჩევდი?! მისაყოლებლად ვისკის უხდება ერთადერთი - მეორე ჭიქა! ხოლო იმას - მესამე და უკვე მზადა ხარ! ტაქსი მიგიყვანს მისამართზე.
და კიდევ ერთი, ბარში მშიერი არ შეხვიდე, რაღაცეები კი ექნებათ, შიმშილს აოკებს, სასმელს კი მაინც არ უხდება! თუ სვამ, ნაჭამმა უნდა დალიო! დილას კი მაინც თავის ტკივილით გაგეღვიძება!
და სიყვარულიც - ზუსტად ასეა, უმჯობესია, დილას მარტოს გამოგეღვიძოს, თორემ გვერდით მწოლს რომ გადახედავ, აუ, ამას აქ რა უნდაო, - გაგეფიქრება, ნეტა რა იყო, როგორ იყოო, გვერდით რატომ გადაბრუნდაო…
ჰო სიყვარული - მუდამ რისკია, სოდა-ყინულით გაზავებული ჭიქა ვისკია, ყინულჩამდნარი, ასე, ბარის თავზე იდება, და თუ არ დალევ, არც არაფერი მოგეკიდება. აღარ მოგიწევს არავისი არც აკიდება, არც არავისთან გადაკიდება…
ერთიც დამისხით!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. თქვენს ლექსებს თქვენივე კომენტარები რომ მოჰყვება ხოლმე, იმათი კითხვა განსაკუთრებულად მიყვარს - იმდენ რამეს ვგებულობ თქვენს ამერიკაზე :)
თქვენს ლექსებს თქვენივე კომენტარები რომ მოჰყვება ხოლმე, იმათი კითხვა განსაკუთრებულად მიყვარს - იმდენ რამეს ვგებულობ თქვენს ამერიკაზე :)
3. მადლობა ბატონო ოთარ, მუხა! რატომ მაინცა და მაინც “ ჯეკ დენიელსი”, როცა ამდენნაირი ვისკი არსებობს? “ჯეკ დენიელსის” ბოთლს მოელის საჩუქრად ჩემგან ყველა, ნათესავი თუ ახლობელი, სადაც კი ჩავალთ, რადგან იმ შტატში ანუ ტენესიში იწარმოება, აქაა მისი სამშობლო, სადაც მე ვცხოვრობ. ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ. რეალობაში - მე ერთი მოსაწყენზე მოსაწყენი ადამიანი ვარ, სულ სამზარეულოში მოფუსფუსე, სახლის მწმენდელ-დამლაგებელი. დრო დამრჩება თუ არა, რაღაცეებს ვკითხულობ, არც ყოველთვის ღირებულს, რაც კი ხელში მომხვდება იმწუთას, ან ვწერ, რაც და როგორც გამომიდის. ლექსებში - ათას რამეს ვიგონებ და ვიბრალებ, ალბათ ისეთად წარმოვისახავ თავს, როგორიც მინდოდა ვყოფილიყავი მაგრამ არ მომცა ცხოვრებამ დრო და საშუალება. ჯეკ დენიელსი - არასოდეს გამისინჯავს და არცერთი ვისკი, სხვათა შორის. არანაირი ალკოჰოლი საერთოდ, რომ დამეფიცებოდეს, ასე 12 წელია, არც კი დამიგემოვნებია.
მადლობა ბატონო ოთარ, მუხა! რატომ მაინცა და მაინც “ ჯეკ დენიელსი”, როცა ამდენნაირი ვისკი არსებობს? “ჯეკ დენიელსის” ბოთლს მოელის საჩუქრად ჩემგან ყველა, ნათესავი თუ ახლობელი, სადაც კი ჩავალთ, რადგან იმ შტატში ანუ ტენესიში იწარმოება, აქაა მისი სამშობლო, სადაც მე ვცხოვრობ. ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ. რეალობაში - მე ერთი მოსაწყენზე მოსაწყენი ადამიანი ვარ, სულ სამზარეულოში მოფუსფუსე, სახლის მწმენდელ-დამლაგებელი. დრო დამრჩება თუ არა, რაღაცეებს ვკითხულობ, არც ყოველთვის ღირებულს, რაც კი ხელში მომხვდება იმწუთას, ან ვწერ, რაც და როგორც გამომიდის. ლექსებში - ათას რამეს ვიგონებ და ვიბრალებ, ალბათ ისეთად წარმოვისახავ თავს, როგორიც მინდოდა ვყოფილიყავი მაგრამ არ მომცა ცხოვრებამ დრო და საშუალება. ჯეკ დენიელსი - არასოდეს გამისინჯავს და არცერთი ვისკი, სხვათა შორის. არანაირი ალკოჰოლი საერთოდ, რომ დამეფიცებოდეს, ასე 12 წელია, არც კი დამიგემოვნებია.
2. ჰოი, მშვენიერი ლექსი მიგიძღვნია
“ჯექ დენიელსის” მოკუთხულ ბოთლში ასხია ვისკი, და ჰო სიყვარული-მუდამ რისკია, მაგრამ ხვალ უნდა წავიდე მაღაზიაში გავრისკო, ვიყიდო ვისკი, საინტერესოა რა ღირს?! ჰოი, მშვენიერი ლექსი მიგიძღვნია
“ჯექ დენიელსის” მოკუთხულ ბოთლში ასხია ვისკი, და ჰო სიყვარული-მუდამ რისკია, მაგრამ ხვალ უნდა წავიდე მაღაზიაში გავრისკო, ვიყიდო ვისკი, საინტერესოა რა ღირს?!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|