მთავარი გვერდი
პორტალის შესახებ
რეგისტრაცია
ნაწარმოებები
კომენტარები
რეცენზიები
დღიურები
წევრები
ლიტ-მოვლენა
ილუსტრაცია
მოგვწერეთ
ძებნა
ფორუმი
ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
* * *
გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.
* * *
დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!
ყველა ნაწარმოები
ავტორი:
პაპუნა ფირცხალაიშვილი
ჟანრი: პოეზია
30 ოქტომბერი, 2023
საშემოდგომო
ახლა შემოდგომის დარებია
სიყვითლე შეეპარა კოინტარს.
შენ თუ არ მოხვედი, ქარი მოვა,
მოვა და ჭადრის ფოთოლს მოიტანს.
მოიტანს, ჭიშკართან დამიტოვებს,
ათას ჭირგამოვლილს და დამტვერილს.
ავიღებ სანიშნედ შევინახავ.
ასეთი შემინახავს რამდენი...
ერთად ვაგროვებდით მდინარესთან,
მზერებს რომ ვიცილებდით შურიანს.
ჩემთან წიგნებს შენი ხელების და
გვიანი შემოდგომის სუნი აქვთ.
დარები გაივლის, აცივდება,
ირგვლივ მთებს შემოვიკრებ მოთოვლილს,
ვიპოვი და შენს თავს გამახსენებს
ჩემს წიგნში ჩადებული ფოთოლი.
გადმოწერეთ PDF ფორმატში
კომენტარები
ილუსტრაციები
რეცენზიები
1.
ძალიან ლამაზი, სიყვარულიანი ლექსი.
ძალიან ლამაზი, სიყვარულიანი ლექსი.
მუხა.
2023-10-30 23:29:41
მონაცემები არ არის
მონაცემები არ არის
16.04.2026 01:18:22