ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პაპუნა ფირცხალაიშვილი
ჟანრი: პოეზია
3 ნოემბერი, 2023


შიშები

ვერ გადავლახე სიცოცხლის შიში
სიკვდილის შიშიც დამდევს საშიში,
შურთხივით ვუფრთხი თოფის ხმას, შიშინს
წვიმის და ქარის, და კვამლს ჰაშიშის.
მაშინებს როცა ვგრძნობ მუზის შიმშილს,
რომ არ ვარ ლექსთან მყარად კავშირში,
დაცოტავება მაშინებს შეშის,
თუ არ ვარ შენთან, თუ არ ვარ შენში.
გრიპი მაშინებს შემძვრალი შვილში,
პირში თუ ყურში, ან სულაც ცხვირში,
უცნობი ზარი, ვერ გასათიში,
ცოტა კონფლიქტი და იაღლიში.
მაფრთხობს შამათი, იგივე ქიში,
ზოგჯერ კოზირიც მაშინებს ვიში,
ასე მშიშარა საიდან ვიშვი,
სიზმარიც მაფრთხობს ნანახი ძილში
წყალს ვუყვები და ნერვებს არ ვიშლი.
(ახლა ენთერის მაფრთხობს კლავიში)
უსაფრთხოების გახსნა ბალიშის,
უცებ მოგება ფულის ან ნიშნის,
მოხეტიალის მაშინებს ჯიში.
ჩაბნელებული სახლი და ნიში.
მოლაპარაკე ზურგსუკან - პირში.
მოკლედ მაწუხებს სიცოცხლის შიში,
სიკვდილის შიშიც დამდევს საშიში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები