ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პაპუნა ფირცხალაიშვილი
ჟანრი: პოეზია
9 ნოემბერი, 2023


სიყვარული ახსნა

შენ ისევ  მეტყვი შენი სიგიჟე
სისულელეა, ბანძი იმიჯი.
ერთხელ შენს თავთან ისე მიგიშვებ
უკვე ათასჯერ მე რომ მიმიშვი.

მაშინ მიხვდები რაც უკვე ვიცი,
ვიცი და თუმცა ვერ გამიგია,
შუა ზამთარში თუ როგორ ვიწვი,
არის მისტიკა, არის მაგია.

რომ შეეხები შენს მკლავებს ფრთხილად,
რომ ეხები და თან არ ეხები,
შორი რომ არის ჯერ კიდევ დილა,
სურვილებს ბოლოდ რომ მოეღები.

რომ იგრძნობ შენი ტუჩების სიცხეს,
რომ იგრძნობ შენი ნერწყვის სისველეს,
შენს კოცნაც ყელის კიდესთან იცხებ,
და ღვთიურ მკერდზე რომ მიისვენებ.

ყურს რომ დაუგდებ შენს გულის ძგერას,
დაემსგავსები მოკლულ პაიკებს,
მაშინ სიგიჟეს მიხვდები მჯერა,
მიხვდები, თუმცა ვერას გაიგებ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები