 | ავტორი: სოფო88 ჟანრი: პოეზია 6 ნოემბერი, 2023 |
მთელ დღეს ნოემბერი წვეთავს ხასიათზე, ღია ავნიდან ვუცქერ ბედისწერას... ვღელავ, თითქოს ახლაც ისევ განთიადზე მოხვალ, გამაღვიძებ კვლავ წვიმის საცქერად. ჩემს კარს უთენია კვლავაც ჩამოიღებ, ვიდრე მეზობელი საყვედურს არ გეტყვის, მერე იკადრებ, გასაღებს ამოიღებ... ოჰ... ოჰ... ის წუთები ნეტავ თავს რად მესხმის?.. შენსავით შემოდგომას ვერავინ იხდენდა, შენსავით წვიმას არვინ დარაჯობდა, დარდებს ვერ ვასწრებდი, შენი ხმა მირჩენდა უიმედობას და ყველა ავადობას. იძახდი ოქტომბერს ვიწვევო დუელში, ჩამოყალიბდესო წვიმდეს თუ იმზევებს, მერე კი ვუსმენდით შეშის ხმას ღუმელში... ვერაფრით ვეხსნები, ვერაფრით იმ დღეებს... ახლა აღარ მიყვარს ისე შემოდგომა, ვეღარც ნოემბერი ვეღარ მათრობს ისე, როგორც ჩვენ ვიცოდით, მხოლოდ ჩვენ, ჩვენ ორმა თრობა დარდიანი, დარდი კიდევ მყიფე. ..... მთელ დღეს ნოემბერი წვეთავს ხასიათზე, ღია ავნიდან ვუცქერ ბედისწერას... ვღელავ, თითქოს ახლაც ისევ განთიადზე მოხვალ, გამაღვიძებ კვლავ წვიმის საცქერად.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. საინტერესოა ვინაა ადრესატი? ალბად ისევ მოვა, ისევ გაგაღვიძებს განთიადზე ... საინტერესოა ვინაა ადრესატი? ალბად ისევ მოვა, ისევ გაგაღვიძებს განთიადზე ...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|