 | ავტორი: დიოტიმა ჟანრი: პოეზია 14 ნოემბერი, 2023 |
#ლექსები
ნდს
წიგნები. რაღაც მომენტები.
ხომ არის წყვილის ერთობაში ის მომენტები, რომელიც არა ალკოჰოლით, ან ნიკოტინით ანდა სექსით, არამედ სწორედ ლაპარაკით უნდა შეავსოს.
ესენი რომ არ არსებობდეს, კაცებს სხვა რამეს ვინ აღირსებდა, ვინ გაუმხელდა საიდუმლოს დიდი მრავალტომეულისა ,, რა უნდა ქალს”!
ეს - კაცისთვისაც მარჯვე დროა, შეუძლია, სახე ეჭიროს, ვითომ უსმენს და თავის საფიქრალს შეეჭიდოს.
ქალმა დაიწყო ტრივიალურად, რომ ჩვენ, ყველანი წიგნები ვართ.
ადამიანი - არის წიგნი!
და არის წიგნი - ფერადი და სუპერიანი, პრიალა, მძიმე, გამოსაჩენ თაროზე რომ დევს ვიტრინის უკან, საუკუნეა და არც არავინ გადააგდებს და არც გადაშლის.
და არის წიგნი - ირგვლივ ფურცლებმოცვეთილები. ასეთებს მწყობრში არ აკვეხებენ, ზემოდან დებენ დანარჩენებზე ჰორიზონტალად.
არის წიგნები - სალექსიკონ- საცნობარონი. ყველაფერი რომ იციან და თავისი კი - რამ სათქმელი - არ გააჩნიათ.
და არის წიგნი - უყდო და სადღაც მიგდებული, შმორის მორუხო სუნნაკრავი. გადაშლი გვერდზე მეჩვიდმეტეზე, ბოლოში წვრილ შრიფტს წაიკითხავ და სათაურს მაინც გაუგებ.
და არის წიგნი - უყურებ და ვერ გაგიგია, შენთან მაინც რა ესაქმება.
და არის წიგნი, პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი, ყოველი გვერდი - პარმაღია, გადააბიჯებ და იმის იქით - უსასრულო მიღმიერია.
შენ რა წიგნი ხარ?! ფანტასტიკა, გამონაგონი, ვარკვლავთა ომის გაგრძელება ან დასასრული, ბესტსელერი, “საუნდთრექად” რომ მიუყვება რამ მელოდია, ჩემში რომ ბრუნავს, ბრუნავს და ბრუნავს და ვერა ფიქრი რომ ვერ აჩერებს.
მე?! წიგნი არა, ბლოკნოტი ვარ, სქელყდიანი და ალაგ-ალაგ რაღაც ფურცლებამოხეული და ყველაფერი დასავიწყებლად პატრონს რაც კი დაენანება: მისამართები, რეცეპტები, დღის გეგმები, წლის საქმეები, დღეობები, გასვენებები, რაღაც ციფრები და კოდები, ნაცნობ-უცნობთა სახელები, რაღაც ფრაზები, აზრიანი ან მთლად უაზრო, ჩანაჯღაბნები, აქ-იქა გადაშლილები - ეს ყველაფერი უწესრიგოდ ჩემში ეტევა.
ჩვენისთანები შეიძლება კიდევაც შეხვდნენ, რაღაც დროით გადაიკვეთონ, ერთ თაროზე კი არასოდეს არ იდებიან!
ამის მკითხველმაც, იქნებ არც იცის, რომ წიგნია, ზოგი ყდაღაა დარჩენილი, შიგნეული გამოშიგნია, გაცუდებული ზრახვანი და თადარიგნია. ყველა გზა იცი, თავისკენ კი ვერ გაგიგნია!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ძალია, ძალიან მომეწონა. ადამიანი-არის ერთი წაუკითხავი წიგნი.
გადაშლი გვერდზე მეჩვიდმეტეზე,-ეს მენიშნა, მამაჩემს ძალიან უყვარდა წიგნების ყიდვა ჩვეულებრივ წიგნების მაღაზიაში და ბუკინისტებთან, უამრავი, საინტერესო, უნიკალური და აკრძალული წიგნები ინახებოდა ჩვენ პირად საოჯახო ბიბლიოთეკაში , თანაც საოცრად ლამაზ ორნამეტებით მორთულ გერმანულ შუშისმინიან კარადაში, კარადა გასაღებით იკეტებოდა. საინტერესო ის არის, რომ ზუსტად წიგნის მეჩვიდმეტე გვერდზე, წიგნი რო იშლება,რომ უნდა გადახსნა იმ ჭრილში ,მამა წერდა თავის გვარს, ( თუ კარგად არ გადახსნიდი ისე ჩეუმჩნეველი იყო სხვისი თვალით დანახვა,) მე მეგონა ეს ჩვენი საიდულეობა იყო არადა თQვენგან ვიგებ პირველად, თურმე ცნობილი ყოფილა და საინტერესოა საიდან მოდის ეს მეჩვიდემტეს ტრადიცია?
ავტორი: დიოტიმა ჟანრი: პოეზია წიგნები რაღაც მომენტები. ჩემი უმაღლესი შეფასება. ძალია, ძალიან მომეწონა. ადამიანი-არის ერთი წაუკითხავი წიგნი.
გადაშლი გვერდზე მეჩვიდმეტეზე,-ეს მენიშნა, მამაჩემს ძალიან უყვარდა წიგნების ყიდვა ჩვეულებრივ წიგნების მაღაზიაში და ბუკინისტებთან, უამრავი, საინტერესო, უნიკალური და აკრძალული წიგნები ინახებოდა ჩვენ პირად საოჯახო ბიბლიოთეკაში , თანაც საოცრად ლამაზ ორნამეტებით მორთულ გერმანულ შუშისმინიან კარადაში, კარადა გასაღებით იკეტებოდა. საინტერესო ის არის, რომ ზუსტად წიგნის მეჩვიდმეტე გვერდზე, წიგნი რო იშლება,რომ უნდა გადახსნა იმ ჭრილში ,მამა წერდა თავის გვარს, ( თუ კარგად არ გადახსნიდი ისე ჩეუმჩნეველი იყო სხვისი თვალით დანახვა,) მე მეგონა ეს ჩვენი საიდულეობა იყო არადა თQვენგან ვიგებ პირველად, თურმე ცნობილი ყოფილა და საინტერესოა საიდან მოდის ეს მეჩვიდემტეს ტრადიცია?
ავტორი: დიოტიმა ჟანრი: პოეზია წიგნები რაღაც მომენტები. ჩემი უმაღლესი შეფასება.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|