ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მანანა კაკაჩია
ჟანრი: პოეზია
27 ნოემბერი, 2023


დამიბრუნდი

             
რატომღაც მგონია, გაზაფხულს მოჰყევ და
ჩემს გულში შენდამი გრძნობები მობევრდა,
ალათ, სიგიჟეა ასე მონატრება,
ყოველი ხის ძირში დგახარ მოლანდებად.

მოდი, გაზაფხულს ზაფხულთან გავეპაროთ,
მცხუნვარე მზის სხივებს ჩეროში დავემალოთ,
თეთრ ღრუბლებს ზეცაში აყვანა შევევედროთ,
ვარსკვლავნი დაგვლოცავენ, ლოცვა დავიბედოთ.

მთვარესაც ვესტუმროთ, გული არ დავწყვიტოთ,
ჩვენს შორის გაბმული სიმნი არ გავწყვიტოთ
და მერე, მშობლიურ მიწაზე დავეშვათ,
გრძნობათა მორევში ორთავ გადავეშვათ,
ვიხაროთ ერთუთით, სხვებიც გავახაროთ,
ჩვენი სიყვარული შვილებით გავამყაროთ.

ვიაროთ წყვილად და მხარს მხარი შევაშველოთ
და ტრფობის ნატიფი კოშკები ავაშენოთ,
კედლები ციმციმა ფერებით დავამშვენოთ,
ბაღში კი, სულ უცხო ყვავილნი მოვაშენოთ.
ყოველ ცისმარე დილას ერთმანეთს ვუცინოთ,
მწუხარეს დავუამოთ, დალხენილს – ვულხინოთ.

ცხოვრებას შევეჭიდოთ მხნედ და სიყვარულით,
ბევრი შვილი იყოს ჩვენი სიხარული,
დღეები გავაცილოთ მხნედ და ხალისით,
სულში ავიყვავოთ ვარდები მაისის...
მოჰყევ გაზაფხულს და გულში დაიბუდე,
ლოდინით დავიღალე ... და გთხოვ, დამიბრუნდე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები