ტომას სტერნზ ელიოტი - პწკარები რალფ ხოჯსონს, ესკვაირს
საამოა ნაცნობობა ხოჯსონის! (სიახლოვეს მასთან ლამობს მრავალი), მოსწონთ მისი ბუბუნა ხმის ხავერდი, დადის ბასკერვილურ ძაღლის თანხლებით - მეპატრონის მინიშნებით თავხედი მზადმყოფია, გაწყევლინოთ თავბედი, შეგიმოკლოთ წუთისოფლის სავალი! საამოა ნაცნობობა ხოჯსონის! თაყვანს სცემენ მიმტანები, მსახურნი (აკავშირებთ გრძნობა გაუხუნარი), ვიდრე შესვამს კურტკმელის წვენს სასმურით და დაიტკბობს სასას ნამცხვრით, ნუგბარით. საამოა ნაცნობობა ხოჯსონის! (სიახლოვეს მასთან ლამობს მრავალი), ათასამდე მგალობელი კანარის, უცხო ჩიტი და ფერია ნარნარი, დასტრიალებს უხილავი, ნამალი. საამოა ნაცნობობა ხოჯსონის! (ისე უნდათ, ვით საჭირო წამალი!)
30 ნოემბერი, 2023 წ.
Thomas Stearns Eliot - Lines to Ralph Hodgson Esqre
How delightful to meet Mr. Hodgson! (Everyone wants to know Him)-- With his musical sound And his Baskerville Hound Which, just at a word from his master Will follow you faster and faster And tear you limb from limb. How delightful to meet Mr. Hodgson! Who is worshipped by all waitresses (They regard him as something apart) While on his palate fine he presses The juice of the gooseberry tart. How delightful to meet Mr. Hodgson! (Everyone wants to know Him). He has 999 canaries And round his head finches and fairies In jubilant rapture skim. How delightful to meet Mr. Hodgson! (Everyone wants to meet Him).
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. შრომატევადი თარგმანი, კარგად შესრულებული. შრომატევადი თარგმანი, კარგად შესრულებული.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|