#დილაუზმოს_ფიქრებიდან
ნდს
ოჯახი- პატრიარქალური, ოჯახი - ნუკლეარული და ,,სნახაჩესტვო”
საქართველოს ყოფით-სოციალური კულტურისათვის ტრადიციულად, საუკუნეთა მანძილზე დამახასიათებელი იყო ოჯახის პატრიარქალური წყობა. ეს ნიშნავდა, რომ ოჯახი წარმოადგენდა ერთ ჭერქვეშ მობინადრე, ნათესაურად სისხლით ან საეკლესიო თუ საერო კანონით დაკავშირებულ, მრავალთაობიან ერთობას, რომელსაც ასაკით (ან ძალით) გამორჩეული მამაკაცი მეთაურობდა. რამდენიმე თაობის ერთჭერქვეშ ცხოვრება შემთხვევათა დიდ უმრავლესობაში, ძირითადად იყო და არის არა თავისუფალი არჩევანის, არამედ სოციალურ- ფინანსური იძულების - ხელმოკლეობის შედეგი. მეოცე საუკუნის ბოლოდან და ოცდამეერთის დასაწყისიდან - მეტი ინტენსიობით, მეტადრე ინდუსტრიულ ცენტრებსა და დიდ ქალაქებში მიმდინარეობს გადასვლა ოჯახების პატრიარქალურიდან - ნუკლეარულ წყობაზე.
*** ნუკლეარული ოჯახი - ეს არის ერთჭერქვეშ მობინადრე ერთი თაობა, ცოლ- ქმარი ან ორი თაობა, მათ პლიუს შვილები. პროცესი არ არის უმტკივნეულო, მაგრამ ევროპეიზაციის გზაზე - ესეც გასავლელია. განსხვავდება თუ არა ქართული პატრიარქალურო ოჯახის ტრადიციული მოდელი ერთმორწმუნე - მართლმადიდებლური რუსულისაგან და რით? ჯერ საერთოზე ვთქვათ, მის პოზიტიურ მხარეზე! პატრიარქალური ოჯახური წყობა უფრო დაბალგანვითარებადი ფორმაციების დროს - საშუალებას იძლეოდა საოჯახო მეურნეობის უკეთ გაძღოლისათვის, ოჯახის უფროსის - პატრიარქის ხელმძღვანელობით, ხდებოდა შრომით ფუნქციათა დიფერენციაცია წევრთა შორის, რაც საერთო ჯამში მათ დაცულობასაც განაპირობებდა და ასე შემდეგ. კაპიტალიზმმა პირობები შეცვალა, ახალი, გარე სამუშაო პერსპექტივების გაჩენამ მიბმულობა ოჯახზე - შემბოჭველად აქცია ჯერ მამაკაცისთვის, შემდგომ, თანდათან მდედრისათვის. შეიძლებოდა ფრთხილად, არ დასკვნის, არამედ ტენდენციის დაფიქსირების სახით, გვეთქვა, რომ ახალ დროებაში , ჩვენში, მატრიარქალური პლანის გაძლიერება როგორც მრავალთაობიან, ასევე ნუკლეარულ ქართულ ოჯახებში იკვეთება იმის კვალობაზე, რომ ახალ პირობებში ქალის ფინანსური მდგომარეობა და შესაძლებლობანი მკვეთრად გაძლიერებულია, მასკულინურთან შედარებით და მეტად და მეტად წარმმართველი ხდება საოჯახო ერთობაში. (აქ ჯერ ადრეა საუბარი საოჯახო ფუნქციათა ბალანსირებულ, ამერიკულ ყოფით მოდელზე. ჩემი ფიქრით, უფრო ჩანაცვლების შემთხვევასთან გვაქვს საქმე). რაც შეეხება უარყოფით მხარეს რუსული პატრიარქალური წყობის საოჯახო მოდელისა, ეს იყო მეოცე საუკუნის დასაწყისამდე - ღიად, ხოლო შემდგომ, როგორც მკვლევარები აღნიშნავენ, ლატენტურად არსებული პრაქტიკა, წოდებული ,,სნახაჩესტვოდ”. (სნახა”- რძალი) მოკლედ გავიხსენოთ, რას წარმოადგენდა იგი. სახარების მიხედვით, ცოლ- ქმარი - ეს არის ერთი ქალისა და ერთი კაცის ღვთივკურთხეული კავშირი, ყველა სხვა კავშირი არის სიძვა, ცოდვა. რუსული პატრიარქალური წყობა ამას “დასაშვებ ცოდვად მიიჩნევდა” (ძლიერი პაგანური გადმონაშთი მართლმადიდებლობაში?) უფლებას აძლევდა ოჯახის უფროსს, პატრიარქს, სქესობრივი კავშირი ჰქონოდა შვილების ცოლებთან. არსებობდა პრაქტიკა სქესობრივად ჯერ მოუმწიიფებელი, ან ფიზიკურად უძლური საკუთარი ვაჟის დაქორწინებისა პატრიარქის მიერ სათავისოდ მოწონებულ, ასაკით დიდ ,,სნახაზე”. სნახა - თუკი ოჯახის უფროსისადმი მორჩილებითა და სასურველობით გამოირჩეოდა დანარჩენი მდედრებისაგან, სარგებლობდა პრივილეგიებით, აკისრებდნენ ნაკლებად მძიმე საოჯახო შრომას, მამამთილი იძენდა მისთვის საჩუქრებს და ასე შემდეგ. გარდა იმისა, რომ ეს ფართოდ გავრცელებული ტრადიცია მართლმადიდებლურ სარწმუნოებას უპირისპირდებოდა, რასაკვირველია, არცთუ იდვიათად კრიმინალური შედეგიც მოსდევდა. როგორც მკვლევარები აღნიშნავენ, რუსულ ინდუსტრიულ ქალაქებში ოჯახის ნუკლეარულ წყობაზე თანდათანობითმა გადასვლამ, მეოცე საუკუნის დასაწყისიდან შეამცირა ,, სნახაჩესტვოს” ტრადიცია და პრეცედენტების სახით- ღა ვლინდება. მე არ მაქვს ილუზია, რომ საქართველოში ყოფა დაზღვეულია ცალკეული ასეთი შემთხვევებისაგან დღეს ან ოდესმე, მაგრამ თუკი გამოვლინდა, ჩვენში ეს მუდამ ცოდვად და კრიმინალად მიიჩნევა, ალბათ ასევე უდგება ამ ამბავს დღეს რუსული მართლმსაჯულება, არა მაქვს ინფორმაცია, ტრადიციულად კი კომუნისტური წყობის დამყარებამდე ქალის საჩივარი ამის თაობაზე ძირითადად არც კი განიხილებოდა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. P.S. ეს ტექსტი, წესისამებრ, სხვაგანაც დავდე და რაკი იქ მკითხეს, საქართველოში სიძვაზე რას იტყვითო, ვიფიქრე, აქაც დაგაინტერესებდათ.
წყვილის სქესობრივი ურთიერთობის სახეობებიდან სიძვა, განსხვავებით პროსტიტუციისაგან, მათ იმგვარ, არაძალადობრივ, ნებაყოფილობით კავშირს ეწოდება, რომლის დროსაც ერთი მაინც იმყოფება ქორწინებაში.
აქ მე ხაზი გავუსვი არაძალადობრიობას, რადგანაც, მაგალითად, “ჯაყოს ხიზნებიდან” თეიმურაზ ხევისთავის ცოლყოფილი მარგო - ძალადობის მსხვერპლია. ის ჩაგდებულია იმ მდგომარეობაში, როცა არ შეუძლია ამ მხრივ თავისუფალი არჩევანის მიღება. სიძვის ფორმებიდან - საქართველოში, უფრო ძველი აღმოსავლური კულტურების გავლენით, განსაკუთრებით საზოგადოების მაღალ ფენებში მიღებული იყო და არის პოლიგამია. პოლიგამია დამახასიათებელი იყო ძველი აღთქმისეული ებრაული რელიგიისა და ყოფითი კულტურისათვისაც, მაგალითად, მეფე დავით მეფსალმუნეს ექვსი ცოლი ჰყავდა და კონკუბაინების მთელი ჰარამხანა, ასევე ძეს მისას, სოლომონს და სხვებს. ცოლებისა და ჰარამხანის ქალთა სიმრავლის გამო, კიდევ მეტი პატივისცემის ობიექტადაც იქცეოდა მამაკაცი - პოლიგამი იმ ტრადიციით. ახალი აღთქმისეული, ქრისტიანული კულტურა ამას პრინციპულად კრძალავს. მაცხოვარი ცნობს მხოლოდ კავდირს ერთ კაცსა და ერთ ქალს შორის. ორაზროვნება გამორიცხულია. თუმცა ჩვენში გაჩნდა პოლიგამიის ,, გაკანონიერების” საკუთრივ ქართული სახეობა, რომელიც საბოლოოდ ასე ჩამოყალიბდა - ორცოლიანის მდგომარეობაში ჩავარდნილი მამაკაცისთვის - 1. ხელმოწერილი ცოლი, რომელიც ჩვეულებრივ, შინ ჰყავთ და 2. ჯვარდაწერილი ცოლი - რომელსაც ან თავად აქვს ბინა, ან მამაკაცი აგვარებს ამ საკითხს დროებით ან მუდმივად, დამოკიდებულია მის მატერიალურ შესაძლებლობაზე. მოკლედ, ვრცელი საკითხია და ალბათ საფუძვლიანაც არის შესწავლილი დღევანდელ საქართველოში. სპეციალურ ლიტერატურაში უკეთ იქნება ჩამოყალიბებული.
P.S. ეს ტექსტი, წესისამებრ, სხვაგანაც დავდე და რაკი იქ მკითხეს, საქართველოში სიძვაზე რას იტყვითო, ვიფიქრე, აქაც დაგაინტერესებდათ.

| მონაცემები არ არის |
|
|