ტომას სტერნზ ელიოტი - უკვდავების ნაჩურჩულევი
ვებსტერს სიკვდილი მოგვრიდა ზრზენას, ჩონჩხებს ხედავდა ცოცხალთა კანქვეშ, საფლავებიდან კბილების ღრჭენას ისმენდა მკვდრების და ხითხითს მტანჯველს.
ფოსოებიდან თვალების ნაცვლად შემოსცქეროდა ნარგიზთა წყვილი, ვერ ახერხებდა ფიქრებით გაცლას გვამთაგან, ჟინი ქენჯნიდა წბილი.
ჯონ დონი იყო ვებსტერის მსგავსი, ვისაც შეეძლო შეცნობა გრძნობით, პყრობით, შეღწევით ბუნების არსის, გამოცდილების გარეშეც მცნობი,
როგორ განიცდის ძვლის ტვინი ტანჯვას და აგონია რარიგ ხრავს სკილეტს, სნეულ სხეულზე სალბუნის ხარჯვა ძვლის მწვავე ტკივილს რომ ვეღარ მილევს.
. . . . .
სლავურ თვალების ვნებიან მზერით გრიშკინა გამცნობთ, სწადია ხვევნა და უკორსეტო ფუმფულა მკერდით გპირდებათ არამიწიერ ლხენას.
იაგუარი მწოლარე ჯუნგლში მორბენალ ანთარს იზიდავს მახით - უფაქიზესი კატური სუნით; გრიშკინა ცხოვრობს პატარა სახლში.
თავბრუსმხვევ სურნელს ვერ აფრქვევს ისე, იაგუარი, ტყავით რომ ბზინავს, ვით ყნოსვით იგრძნობთ კატურ სუნს მყისვე, როცა ეწვევით გრიშკინას ბინას.
მის გვერდით ნახავთ არსებებს ფრთიანთ, ალბათ ბაგეთა იზიდავს სიტკბო, მხმარ ნეკნებს ერთურთს მივაყრდნობთ ფრიად - მეტაფიზიკის განვცადოთ სითბო.
4 დეკემბერი, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღე, 2023 წ.
შენიშვნები: ჯონ ვებსტერი - (ინგ. John Webster, 1570(1580?) – 1625(1634?), გამოჩენილი ინგლისელი დრამატურგი, შექსპირის თანამედროვე. ჯონ დონი - (ინგ. John Donne, 1572-1631) - გამოჩენილი ინგლისელი პოეტი, შექსპირის თანამედროვე. გრიშკინა - ლონდონში მოღვაწე რუსი პრიმა-ბალერინა სერაფიმა ასტაფიევა Серафима Александровна Астафьева (1876-1934), რომელიც ტომას ელიოტს გააცნო ეზრა პაუნდმა.
Thomas Stearns Eliot - Whispers of Immortality
Webster was much possessed by death And saw the skull beneath the skin; And breastless creatures under ground Leaned backward with a lipless grin.
Daffodil bulbs instead of balls Stared from the sockets of the eyes! He knew that thought clings round dead limbs Tightening its lusts and luxuries.
Donne, I suppose, was such another Who found no substitute for sense, To seize and clutch and penetrate; Expert beyond experience,
He knew the anguish of the marrow The ague of the skeleton; No contact possible to flesh Allayed the fever of the bone.
. . . . .
Grishkin is nice: her Russian eye Is underlined for emphasis; Uncorseted, her friendly bust Gives promise of pneumatic bliss.
The couched Brazilian jaguar Compels the scampering marmoset With subtle effluence of cat; Grishkin has a maisonnette;
The sleek Brazilian jaguar Does not in its arboreal gloom Distil so rank a feline smell As Grishkin in a drawing-room.
And even the Abstract Entities Circumambulate her charm; But our lot crawls between dry ribs To keep our metaphysics warm.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. დიდი მადლობა, მუხა! დიდი მადლობა, მუხა!
1. რა მძიმე ლექსია და რა კარგად ნათარგმნი. რა მძიმე ლექსია და რა კარგად ნათარგმნი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|