ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
7 დეკემბერი, 2023


დასვენება უნდა

#ლექსები
ნინო დარბაისელი

დასვენება უნდა!
(ციკლიდან - პაციფისტურები)

ბრუნავს, ბრუნავს მსოფლიო - სისხლიანი გუნდა..
დაიღალა დედამიწა, დასვენება უნდა!

დაელია  წიაღი, გული  აგუგუნდა!
დაიღალა  დედამიწა, დასვენება უნდა!

ომი ვინც იგუნება, არ გადააგუნდა?
დაიღალა დედამიწა, დასვენება უნდა!

დაიცალა ხაზინა,  გაქრა,  გაიქურდა!
დაიღალა დედამიწა, დასვენება უნდა!

დაიხლართა მიზნები, სუმთლად აიბურდა,
დაიღალა დედამიწა, დასვენება უნდა!

ვინ სად გადაბაკუნდა, ვინ სად გაბრაგუნდა?
დაიღალა დედამიწა, დასვენება უნდა!

ვინც საომრად წავიდა, უკან ვერ დაბრუნდა,
დაიღალა დედამიწა, დასვენება უნდა!

ქალაქები ინგრევა, მთლად გაუდაბურდა,
დაიღალა დედამიწა, დასვენება უნდა!

დავრდომილი, უმწეო, სუსტი - განადგურდა!
დაიღალა დედამიწა, დასვენება უნდა!

დნება, მოდის ყინული, ზეცა გადახურდა,
დაიღალა დედამიწა, დასვენება უნდა!

მდელოები იმედის დახმა, გადახუნდა,
დაიღალა დედამიწა, დასვენება უნდა!

თეთრი მტრედი მშვიდობის -  ვეღარ აღუღუნდა!
დაიღალა დედამიწა,
დაიღალა  დედამიწა,
თუ გადარჩა  დედამიწა, დასვენება უნდა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები