 | ავტორი: ფლორენცია ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 7 დეკემბერი, 2023 |
დღეს ეკატერინობაა - წმინდა ეკატერინეს ხსენების დღე. გათხოვებამდე წინასწარ შემითანხმდნენ რომ პირველი ბავშვისთვის გიორგი ან ეკატერინე უნდა დამერქმია (მამამთილის და დედამთილის სახელები). არასდროს მყვარებია სახელი ეკა - არ ვიცი რატომ. არც არავინ მყოლია ისეთი ეკა, რომ ან რამე ეწყენინებინა ან რაიმე ცუდი ასოციაცია დამრჩენოდა, მაგრამ მაინც არ მომწონდა ეს სახელი - კაცია და გუნება. გაჩნდა გოგო - ულამაზესი, თეთრი ფითქინა, ვარდისფერი ლოყებით, წითელი ტუჩებით და დაკვირვებული, მუქი მზერით - მის სიქათქათეში ეს მუქი თვალები უფრო ბრდღვიალებდა. ეკას ვერაფრით დავუძახებდი, ასე რომ , ასევე დაბადებამდე, გადავწყვიტე რომ კატოს დავუძახებდი - ძალიან მოუხდა ეს სახელი. დინჯი, მხიარული, კეთილი და ძალიან ლამაზი კატო მყავდა. სკოლაში , სადაც კატო სწავლობდა, სადაც ყველას შეაყვარა თავი, ძალიან კარგი ექიმი ქალბატონი გვყავს, 4 შვილით, კარგი განათლებითა და ნატიფი სილამაზით - სულის თუ სხეულის. არასდროს გამოეპარება მცირე დეტალიც კი, უზადოდ მოწესრიგებული და უაღრესად ყურადღებიანია. მისი უფროსი გოგონა ახლა ამთავრებს სკოლას და ძალიან კარგად მღერის, მეორე გოგონა კი ულამაზ ნახატებს ქმნის.
გუშინ ბავშვი იყო ავად და შევიარე. ბავშვი რომ მოვიკითხე, ჩემდაუნებურად ნახატისკენ გამექცა თვალი - ზუსტად 2021 წლის 21 სექტემბერს შექმნილი ნახატისკენ, (დღე როცა მე და კატო სხვადასხვა სამყაროში გაგვანაწილა ბედმა, განგებამ, დღე, როცა კატო ულამაზეს ნახატებსა და დიდხანს ნაგროვები ფულით ნაყიდ ბლოკნოტებსა და საწერ აქსესუარებს მჩუქნიდა ხოლმე დაბადებისდღის მოსალოცად), რომელიც ჩვენი ექიმის გოგონამ რაღაც უცნაური შთაგონებით შექმნა. მარინეს (ჩვენს ექიმს) რას გამოაპარებ?! ხოდა, არც ეს გამოპარვია და დღეს ასეთი ტექსტით მილოცავს ეკატერინობას.
"დილამშვიდობის???? გუშინ არ გამომრჩენია თქვენი სევდიანი მზერა ნახატისკენ, რომელიც ჩემთვის კატოა. იმ წუთშივე დავარქვი, როცა გამოფენისთვის ჩამოვხსენი სოფოს ოთახის კედლიდან და თარიღი ვნახე. არც მანამდე და არც მერე მსგავსი არ დაუხატავს. არ ვიცი რატომ დახატა, მითუმეტეს არ ვიცი რატომ უნდა წასულიყო კატო იმ ვარდისფერ-ოქროსფერ სამყაროში...მაგრამ ის ვიცი,რომ მჯერა იდუმალი კავშირების__სოფო და კატო ხომ ერთ დღეს არიან დაბადებულები 30 სექტემბერს... ისიც ვიცი რომ, სანამ ვარ , კატოც ჩემთან იქნება, ჩემს გულში. ასეთი მხოლოდ ერთი ადამიანი მყავს კიდევ, რომელსაც საერთოდ არ ვიცნობდი, მაგრამ მუდამ ჩემთან იქნება, ჩემს გულში, ჩემს ლოცვებში, ჩემს მოსახსენიებელში... ეს ნახატიც მახარებს რომ ჩემთანაა, კატოც ჩვენთანაა, მისი ფორმა N100- ც კი ჩემთანაა, ისევ მისი კლასის საქაღალდეში ვდებ ხოლმე ყოველ წელს???? თუ ეს ნახატი თქვენც გაგახარებთ, თქვენია იმ დღიდან, წაიღეთ როცა მოგინდებათ. მაპატიეთ, შეიძლება ზედმეტად გულახდილი ვარ... დღეს წმ.ეკატერინეს ხსენების დღეა. ისინი ახლა ერთად ზეიმობენ იმ???? ოქროსფერ სამყაროში. ვიზეიმოთ ჩვენც აქაც და იქაც, როცა იქნება... მიყვარხართ????????????"
მარინე თევზაძე
ვერაფერია შვება ასეთ დროს, მაგრამ ასეთი ადამიანების არსებობა, რაღაც უცნაური დამთხვევების არსებობა, ალამაზებს და აიმედებს ადამიანის ყოფას. ყველა ურაკელ თუ არაურაკელ ეკატერინეს ვულოცავ ამ დღეს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. გაიხარე მუხა, მრავალ შობას♥️ გაიხარე მუხა, მრავალ შობას♥️
7. გაიხარე მუხა, მრავალ შობას♥️ გაიხარე მუხა, მრავალ შობას♥️
6. ქრისტეშობას გილოცავ. ქრისტეშობას გილოცავ.
5. ამინ, ქ-ნო მანანა.თქვენი კატო ჯანმრთელი და დღეგრძელი გიმყოფოთ ამინ, ქ-ნო მანანა.თქვენი კატო ჯანმრთელი და დღეგრძელი გიმყოფოთ
4. ღმერთმა გაგაძლიეროთ და დალოცოს ყველა კატო თუ ეკა. მეც მყავს კატო <3 ღმერთმა გაგაძლიეროთ და დალოცოს ყველა კატო თუ ეკა. მეც მყავს კატო <3
3. მადლობა მუხა, მეგობარო❤️ მადლობა მუხა, მეგობარო❤️
2. მადლობა მუხა, მეგობარო❤️ მადლობა მუხა, მეგობარო❤️
1. არ ვიცი რა დავწერო, იმდენად მტკივნეულია ეს ნაწერი. კატო თქვენთან და თქვენ გულში მუდამ ცოცხალი იქნება. ჩვენი მეხსიერებიდან ის არ გადავა როგორი მგრძნობიარე, სითბოთი წერა იცი ფლორენცია. არ ვიცი რა დავწერო, იმდენად მტკივნეულია ეს ნაწერი. კატო თქვენთან და თქვენ გულში მუდამ ცოცხალი იქნება. ჩვენი მეხსიერებიდან ის არ გადავა როგორი მგრძნობიარე, სითბოთი წერა იცი ფლორენცია.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|