ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
9 დეკემბერი, 2023


George Gordon Byron - To Thomas Moore

ჯორჯ გორდონ ბაირონი - ტომას მურს

მიუახლოვდა ნავსადგურს კანჯო
და მალე ნაპირს მოსწყდება გემი,
ტომას მურ, ორჯერ შენ გაგიმარჯოს,
მოგზაურობა იწყება ჩემი.

ვისაც ვუყვარვარ, ვცილდები უშით,
ღიმს ვუსახსოვრებ მოძულეს ბედრანგს,
გინდ დამცქეროდეს ცარგვალი ქუში,
შევეგებები განსაცდელს მედგრად.

თუ ოკეანე აზვირთდა შტორმით,
სადმე წამიყვანს უცილოდ მწყრალიც
და უდაბნოშიც, დიუნებს შორის
გამომიჩნდება დამაშვრალს წყალი.

ნარჩენი წვეთი რომ დამხვდეს ჭაში
უკანასკნელი, პირგამშრალს, ურვილს,
ცნობის მიხდამდე, ძმობილო მაშინ
გადღეგრძელებ და მოვიკლავ წყურვილს.

დამშვიდობებას ვაპირებ შენთან,
გლოცავ წყლითა და ღვინიან ჯამით,
ნუ მოგვიშალოს მშვიდობა ღმერთმა
და მოგანიჭოს, ტომას მურ, ჯანი!

9 დეკემბერი, 2023 წ.


George Gordon Byron - To Thomas Moore

My boat is on the shore,
  And my bark is on the sea;
But, before I go, Tom Moore,
  Here's a double health to thee!

Here's a sigh to those who love me,
  And a smile to those who hate;
And, whatever sky's above me,
  Here's a heart for every fate.

Though the ocean roar around me,
  Yet it still shall bear me on;
Though a desert should surround me,
  It hath springs that may be won.

Were't the last drop in the well,
  As I gasp'd upon the brink,
Ere my fainting spirit fell,
  'Tis to thee that I would drink.

With that water, as this wine,
  The libation I would pour
Should be—peace with thine and mine,
  And a health to thee, Tom Moore.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები