ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხათუნა777
ჟანრი: პოეზია
11 დეკემბერი, 2023


* * *

მეც ავდექი  და ის  ობოლი  ლექსი მოვკალი-
სულარშერჩენილს ღამისფერი ბრა ვუფეშქაშე.
მლაშე ცამ გულზე მომაფონა  მთვარის  ვოკალი,
უცნობ სანახებს შეუერთდა ლოცვად-  > მე და შენ<.

რას ვერჩი ზამთარს?!
მას ბავშვივით  თბილი ღიმი აქვს
და  დედამიწის მყიფე ტორსი  ფრთხილად  უჭირავს.
ვგავარ გაცრეცილ, წაუკითხავ, მდუმარ ბილინგვას,
მადლად  რომ  გასცემს  მიწა ერთ დღეს ხმელი  მუჭიდან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები