ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
17 დეკემბერი, 2023


George Gordon Byron - The Destruction of Sennacherib

ჯორჯ გორდონ ბაირონი - სენაქერიბის განადგურება
                                        (ბიბლია, მეოთხე მეფეთა, თავი 19)

ასურთა ურდო ცხვარს შესეულ მგლის ხროვას ჰგავდა,
აელვარებდა მის კოჰორტებს ძოწი და ქანდა,
ისე ბზინავდა საჭურველი, ვით ღამით მთრთოლი
გალილეის ზღვა ციაგდება ვარსკვლავთა ხომლით.

როგორც  ზაფხულში ხასხასებენ მწვანედ ბაღები,
მსგავსად ელავდნენ მზის ჩასვლისას ბაირაღები
და ვით მჭკნარ ფოთლებს ქარი დაყრის ძირს შემოდგომით,
ისე ეყარა უთენია ჯარი მომხდომი.

რადგან სიკვდილის ანგელოზმა ფრთები გაშალა
და შეისუნთქა შხამიანი ხაშმი ლაშქარმა,
მთვლემარ მეომრებს სამუდამოდ ჩაუქრათ მზერა,
გულები მძლავრად შეუტოკდათ, შეუწყდათ ძგერა.

ჩანდა ნესტოებდაბერილი მძორების ფენა,
ვეღარ შეძლებდნენ მედიდურად რაშები ქშენას,
ლაქა დაეტყო მინდორს ბევრგან დუჟისგან მერნის,
ცივი, ვით ქარაფს შერჩენილი ზღვის ტალღის პერი.

მოფენილიყო ველ-მინდორი გაჟუჟულ ჯარით,
შუბლდანამული, ერთ ღამეში დაჟანგულ აბჯრით,
დაბლა ეყარა ალმები და ლაშქრის სათხედი,
ვეღარც საყვირებს დაუკრავდა მტერი თავხედი.

მომწყდართ გლოვობდნენ ასურეთის ქვრივნი ვალალით,
პირქვე დაემხო სალოცავში კერპი ბაალის, 
მახვილისაგან უმუსვრელი ძალი წარმართთა,
უფლის შემზერამ დაადნო და დაასამარა!

17 დეკემბერი, ბარბარობა, 2023 წ.


ორიგინალი იხილეთ აქ: https://www.poetryfoundation.org/poems/43827/the-destruction-of-sennacherib

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები