 | ავტორი: დიოტიმა ჟანრი: პოეზია 19 დეკემბერი, 2023 |
ეტყობა, ტაეპთა ერთმარცვლიან კლაუზულებში - დაბოლოებებში ვვარჯიშობდი. უჭირს ქართულ ლექსს ეს ამბავი. არაა მაინცა და მაინც მოქნილი. ნუ, გენიოსებს რომ რიგით პოეტებზე კარგად გამოუდით, ვიცით, ბატონო! ადრე ამას ტრადიციულად “ვაჟურ რითმას” უწოდებდნენ სხვათა ენის ანალოგიით (ფრანგ. გრამატ. სქესის - მამრ.და მდედრ. არს. სახ.). სიმარტივისა და სიცხადისათვის - მე ვემხრობი ქართულად მხოლოდ ერთმარცვლიანად მოხსენიებას.
ნდს
ძველი ფაილიდან
მოგენატრები, მოგენატრები, ნახავ! რას მემართლები, ვეღარ მომთმენი რის? მერე ჩემს ლექსში შენს თავს დაუწყებ ძებნას, მოგეჩვენება! გაახსენდები ვის? ყლუპი დაგახრჩობს ცრემლის - მომლაშო წყლისა, ადრე მკლაურით გადამცურავო ზღვის, რა - სხვა და რის - სხვა? ეს - უადგილო რისხვა! დაგენანება უქმად გალევა წლის და აგეწვები, როგორც გაჭრილი ცერი და გულზე კვალი - კატური ნაკაწრის, მე - მრავალი მაქვს საფიქრალ-დასაწერი. სხვა - არაფერი, ჩემთვის ვზივარ და ცრის. ცრის!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|