ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
22 დეკემბერი, 2023


სიზმარი დილისპირული 1


ალბათ კლაუზულა “უტე” - მაინტერესებდა, რამდენს გავქაჩავდი.
მონორაიმი ანუ ერთ რითმაზე გაწყობილი მაინც არაა, რაღაცეები კიდევ ურევია.
ასეთი სავარჯიშოების კეთება ხელს ძალიან კი ავარჯიშებს, მაგრამ რად გინდა დღეს ასეთი ნავარჯიშევი ხელი!
აღარც მიზიდავს.

ნინო დარბაისელი

სიზმარი დილისპირული

ცხოვრებამ  მწარედ მოგვდო ეშვი.
შევცდი, რომ გამეშვი? არ გამეშვი?
მაშინ რატომღა ჩაგეხუტე
გინდოდა, კოცნით დაგეხუთე!
არც მახსოვს,  მაინც რისთვის გაგებუტე,
რა ვერ გაპატიე? -სიცუღლუტე?
დარდით განა თმები დავიპუტე,
ლოდინით მარტო კი არ ვიყურყუტე,
ან ჯდომით განა თავი დავიკუტე!
შენს მერე  ვინ აღარ მოვილიე,
მესამე, მეოთხე და მეხუთე,
ზოგი გულიანი, ზოგი - ფშუტე.
ან ახლა რა მტვერი ავაფუტე!
გამსკდარი ბურთივით დავიჩუტე,
თუმცა ვიცოდი რომ მოხვიდოდი,
ჩემში უცნაურად გაისმოდი…
უბრალოდ, მოდი და ჩამეხუტე,
მოდი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები