ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დებორა
ჟანრი: პოეზია
22 დეკემბერი, 2023


შემწვარი კომშის სუნი

ნუკრი შეროზიას  კომშის სურათი დაუდია საერთო კედელზე, ისეთი სუნი ტრიალებდა, დავეცი და სურათხატოვანი რაღაცის თხზვა მომინდა

ნინო დარბაისელი

შემწვარი კომშის სუნი

ზოგი ხილია, გახრჩობს და არ იჭმება უმი,
დათლილი შრება ხურმა, შესახედავად ამო.
ბებოს  მკვდარი ჰყავს ბევრი, შავშია შემოსილი,
რაღაცას ჰყვება წყნარად და  ვუსმენთ გასუსული.
არდადეგები გვიდგას, დები ვართ ათისანი,
ნელია ბუხრის  კერძი, ლოდინით მიგვდის სული,
როგორა ხართო, პაპა იკითხავს შინმოსული,
ტრიალებს ორთქლთან ერთად შემწვარი კომშის სუნი,
წლებს გაჰყვა უხმოდ ბებო  და დავრჩით უმისონი,
თან წაიყვანა პაპაც, კაცი საღი და  სალი,
ამ მოგონებებს ბავშვურს დაედო მტვერი, სილა,
სახურავებზე - ქარის და წვიმის უნისონი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები