ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
1 იანვარი, 2024


George Gordon Byron - Impromptu, In Reply To A Friend

ჯორჯ გორდონ ბაირონი - ექსპრომტი, პასუხად მეგობარს

გულიდან, სადაც ნაღველი მკვიდრობს,
როს მაღლა იწევს პირქუში ლანდი,
შუბლს მოეხვევა ღრუბლებად მჭიდროდ,
მოქუფრავს, თვალებს აღავსებს დარდით;

ყურს ნუ ათხოვებ ანაბეჭდს სევდის,
ფიქრი გაიგნებს ჯურღმულის გზა-კვალს,
კვლავ დაბრუნდება ყარიბი მკერდში
და მიაკითხავს მდუმარე საკანს.

1 იანვარი, 2024 წ.


George Gordon Byron - Impromptu, In Reply To A Friend

When, from the heart where Sorrow sits,
Her dusky shadow mounts too high,
And o'er the changing aspect flits,
And clouds the brow, or fills the eye;

Heed not that gloom, which soon shall sink:
My thoughts their dungeon know too well;
Back to my breast the wanderers shrink,
And droop within their silent cell.

1813

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები