ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოტიმა
ჟანრი: პოეზია
2 იანვარი, 2024


თანამყოფელი

#ლექსები

ნინო დარბაისელი

თანამყოფელი

ო, თანაყოფა,
თანაწოლა,
თანამწოლობა,
თანავერძილი-ვერცღვიძილი,
თანაკუთვა,
თანათამაში,
თანაჰაშიში!
თანაშიში.

შიში,
შიში  რამ საუკუნო!
შიშის მუდმივი ადრენალინი,
შიში საერთო,
მაგრამ  - არა ერთგვაროვანი.

შიში ქალური -
შიში ჩასახვა-ვერჩასახვის,
ავადობისა.
-სიყვარულის ხლართებჩამვლელი
სულ თავქვე  რომ ჩაედინება;

შიში კაცური -
შიში  გამოსვლა-არ გამოსვლისა.
ინსტინქტიდან  სადღაც ზემოთ,
სიყვარულამდე  აქაჩვას  და დგომას რომ ცდილობს;
ვერცხლისწყლის დონე ძველ აპარატში,
უწნევოდ რომ  დაბლა ვარდება.

ან ხვდებიან ან ვერ ხვდებიან  იქ,
სიყვარულის ერთ სივრცეში,
ერთ წერტილში,
დროებით?
მარად?

საბოლოოდ კი ყველა - თავისთავს უბრუნდება,
კენტად  რჩება,
კენტად იდება.

ვის შეუძლია  მარტო კი არა,
ვინმესთან ერთად სიყვარულში ფეხმოკიდება!

2010

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები