ჯორჯ გორდონ ბაირონი - მ.ს.გ.-ს
როცა შენს ტუჩებს ვხედავ, მაშინვე კოცნას მანდომებს მათი იერი, თუმც უკანონო ტრფობა მაშინებს და მეკრძალება ლხენა ციერი.
თოვლივით თეთრი მკერდის წადიერს, სურვილი მიპყრობს მისი მიყრდნობის, მაგრამ ჩავიხშობ ვნებას კადნიერს, დარღვევა არ მსურს შენი მშვიდობის.
სულისმაძებარ მზერით ბოძებულ იმედს შევხარი, ან ვიზაფრები, ვმალავ სიყვარულს აბობოქრებულს, რათა არ წაგსკდეს ცრემლის ღვარები.
არ მსურს გამხელა ხვაშიადების, სამხილი გულ-მკერდს რარიგ აოხრებს, რომ არ აგევსოს გული დარდებით, ჯოჯოხეთად არ გექცეს სამოთხე.
რადგან ვერ განვცდით მშვენიერებას ჯვრისწერის წესის, საღვთო კავშირის, არ გვეღირსება ბედნიერება უფლის მადლისგან გამონახშირი.
გინდაც ტრფიალის ცეცხლმა დამნაცროს, ვით გაგიმხილო გრძნობა მალული, შენც დაგეგზნება როცა სანაცვლოდ უმანკო გულში ცოდვის ალმური?!
რაში მჭირდება შვების ნექტარი, თუ აგემღვრევა მტრედის თვალები და ჩაგესობა შხამის ნესტარი ზრახვის გამხელით განცდილ წვალებით.
დავთმობ მაგ ბაგეს, რომლის ბრძანებით, თავს გავწირავდი ტრფობის სახსნელად, რადგან ბიწისთვის დამენანები, გემშვიდობები უკანასკნელად.
დავთმობ სათუთ მკერდს, ნაამბორები და ნაზი ხვევნით გადანაბუგი, განა სიფრთხილის გამო გშორდები, არ მინდა მესმას შენზე აუგი,
რათა აგცილდეს ძრახვა კრულების და არ გაგჭორის ყბედმა მარტივად, თუმც ტანჯვა მელის დაუსრულები, არ მსურს შენც იქცე ტრფობის მარტვილად.
13 იანვარი, 2024 წ.
George Gordon Byron - To M.S.G.
Whene'er I view those lips of thine, Their hue invites my fervent kiss; Yet, I forego that bliss divine, Alas! it were---unhallow'd bliss.
Whene'er I dream of that pure breast, How could I dwell upon its snows! Yet, is the daring wish represt, For that,---would banish its repose.
A glance from thy soul-searching eye Can raise with hope, depress with fear; Yet, I conceal my love,---and why? I would not force a painful tear.
I ne'er have told my love, yet thou Hast seen my ardent flame too well; And shall I plead my passion now, To make thy bosom's heaven a hell?
No! for thou never canst be mine, United by the priest's decree: By any ties but those divine, Mine, my beloved, thou ne'er shalt be.
Then let the secret fire consume, Let it consume, thou shalt not know: With joy I court a certain doom, Rather than spread its guilty glow.
I will not ease my tortur'd heart, By driving dove-ey'd peace from thine; Rather than such a sting impart, Each thought presumptuous I resign.
Yes! yield those lips, for which I'd brave More than I here shall dare to tell; Thy innocence and mine to save,--- I bid thee now a last farewell.
Yes! yield that breast, to seek despair And hope no more thy soft embrace; Which to obtain, my soul would dare, All, all reproach, but thy disgrace.
At least from guilt shalt thou be free, No matron shall thy shame reprove; Though cureless pangs may prey on me, No martyr shalt thou be to love.
1805
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ასეთი უნდა სიყვარული. კარგი თარგმანი. ასეთი უნდა სიყვარული. კარგი თარგმანი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|