მთავარი გვერდი
პორტალის შესახებ
რეგისტრაცია
ნაწარმოებები
კომენტარები
რეცენზიები
დღიურები
წევრები
ლიტ-მოვლენა
ილუსტრაცია
მოგვწერეთ
ძებნა
ფორუმი
ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
* * *
გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.
* * *
დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!
ყველა ნაწარმოები
ავტორი:
თამუნა ჭიღლაძე
ჟანრი: პოეზია
20 იანვარი, 2024
პირველი მასწავლებელი (შორენა გოგოლს)
სკოლის გზას რომ გავუდექით სულ პირველად
და მოვშორდით თბილი დედის კალთას,
შეგვეგება სიყვარულით უპირობო,
დაბნეულებს , ჩვენი კლასის კართან.
მერცხლებივით ,თავის ბუდეს შეგვაფარა
და იმ დღიდან ჩვენს ვარსკვლავად იქცა,
სანუკვარი "აი ია" შეგვაყვარა,
უფლის რწმენა უფრო განგვიმტკიცა.
ბევრი უცხო ემოცია გამოვცადეთ.
სიყვარულით თავს გვევლება ბედად.
გვიადვილებს ამ ცხოვრების ამოცანებს,
ახლა უკვე ჩვენ გვყავს ორი დედა.
ჩვენი ციცქნა წარმატებაც ისე ავსებს,
ჩვენთან ერთად ცოდნის წყაროს მძებნელს.
გავიზრდებით და ჩვენც ამაგს დავუფასებთ
ჩვენს საყვარელ, ძვირფას მასწავლებელს.
გადმოწერეთ PDF ფორმატში
კომენტარები
ილუსტრაციები
რეცენზიები
4.
+4
+4
ელადა.
2024-01-27 17:13:23
3.
+4
+4
ელადა.
2024-01-27 17:13:20
2.
+4
+4
ელადა.
2024-01-27 17:13:16
1.
ძალიან კარგი მიძღვნაა.
ძალიან კარგი მიძღვნაა.
მუხა.
2024-01-22 01:35:04
მონაცემები არ არის
მონაცემები არ არის
16.04.2026 00:04:42