ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
22 იანვარი, 2024


George Gordon Byron - Song of Saul Before His Last Battle

ჯორჯ გორდონ ბაირონი - საულის სიმღერა უკანასკნელი ბრძოლის წინ

უფლის მხედარნო, თუ მაძგერა მტერმა ლახვარი,
არ დაიზაფროთ, არ გაბრუნდეს ჩვენი ლაშქარი,
დატოვეთ გვამი და შემუსრეთ მტერი თავხედი,
გათელებს მკერდში ჩაუჭედეთ რკინის სათხედი!

ჩემო მეაბჯრევ, შეასრულე ჩემი ბრძანება,
თუ ჩვენი ჯარი შედრკება და დაიჯაბნება,
უმალ მომკალი, ამაშორე მწარე სირცხვილი,
მე მერგოს რასაც აერიდნენ - გმირის სიკვდილი!

ტახტის მემკვიდრევ, გულის პირმშოვ, ჩემო ვაჟკაცო,
ღვთის მეოხებით თავი უნდა გავიმამაცოთ,
ან ვიხელმწიფებთ მომავალშიც უწინდებურად,
ანდა შევხვდებით ორივენი სიკვდილს მეფურად!

22 იანვარი, 2024 წ.

საული - ისრაელის პირველი მეფე.


George Gordon Byron - Song of Saul Before His Last Battle

Warriors and chiefs! should the shaft or the sword
Pierce me in leading the host of the Lord,
Heed not the corse, though a king's, in your path:
Bury your steel in the bosoms of Gath!

Thou who art bearing my buckler and bow,
Should the soldiers of Saul look away from the foe,
Stretch me that moment in blood at thy feet!
Mine be the doom which they dared not to meet.

Farewell to others, but never we part,
Heir to my royalty, son of my heart!
Bright is the diadem, boundless the sway,
Or kingly the death, which awaits us to-day!

1815

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები