 | ავტორი: დიოტიმა ჟანრი: პოეზია 24 იანვარი, 2024 |
#ლექსები
ნინო დარბაისელი
გალაკტიონს
ღამეები კითხვაში თავზეც დაგათიონო, ბუმბერაზო, დიადო, ვერსად დაგატიონო… - ვიცით, გალაკტიონო, ვცანით, გალაკტიონო, ფენომენის შენისა - ცამდე შენაშენისა პროფილი და ფასადი - - საუკუნეს შვენისა, საბოლოოდ დაფასდი.
იყავ ტანჯვით მკვნესავი, ღვთიურ ცეცხლის მკვესავი, შენზე ვინ თქვას დღეს ავი! ზედა ზღვარიც ეს არის, მკითხველის საესავი სხვას - ვერაფერს დაჰმართებ, უნდა ჩაჰყვე დაღმართებს! დღეს მკითხველი ახალი, თავი ქვასაც ახალო, სულ სხვას დიდად აღმერთებს. სხვისი ძეგლიც აღმართეს.
შენი შედევრებისა, ტანჯვით ნაბევრებისა, რაღამ შეინარჩუნოს ხსოვნა, ნეტავი, წყების, მოდის, გალაკტიონო, დგება, გალაკტიონო, პერიოდი ვერაგი - შენი გადავიწყების!
არ ჯობია, გეჯიქონ, ისევ შეგიტიონო? ისევ რამე გიპოვონ და არ გაპატიონო? ღმერთო, ხვედრი ტიალი თავს არ დაგვიბატონო- - ჟამი უპოეზიო და უგალაკტიონო!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. მუხა, ტინნე, მადლობა. რა უბედურებაა ეს! საუკუნეა, დამოუკიდებლად წინადადება ვერ გაუმართავთ ავტორებს, სალექსო სტრიქონი ვერ დაუყენებიათ და ვიღაცის მიბაძვით რაღაცას მიჯღაპნიან თუ არა, თავი უკვე რეალიზებული პოეტები ჰგონიათ და ეგრევე გალაკტიონს ეძგერებიან, დავძლიოთ და დავძლიოთო, ქართული პოეზია მაგან გააყალბა და გააფუჭაო.. ერთგან დავუწერე - შე დალოცვილო, იმ გენიოსმა ადამიანმა რამდენი იშრომა, იშრომა და ისეთი პოეტური სამყარო შექმნა, როგორიც უნდოდა, პოეტური ენაც ისეთი შექმნა და მოარგო, როგორსაც, მისი აზრით, უკეთ შეეძლო ამ სამყაროს გადმოცემა და ასე შემდეგ. იმას რას მისჩერებიხართ, დადექით და თითოეულმა საკუთარი, თქვენეული პოეტური სამყარო შექმენით, ენაც შეუქმენით გადმოსაცემად, ვინ გიშლით, ვნახოთ, ერთი, რა გამოგივათ! აა, ეს - ძნელია, არა? მარტივი და ადვილი - გარდაცვლილის ლანძღვა - დაკნინებაა და ეს გირჩევნიათ, არა-მეთქი? უგალაკტიონო პერიოდების გადატანას რაც შეეხება, თუ ქართულ პოეზიას და ენას არსებობა უწერია, მოუწევს ხოლმე და ეს დასვენება - ბუნებრივი ამბავია, ამგვარი, გარეგნული დასვენების პირობებში კულტურა მაინც მუშაობს - შინაგანად იმუხტება, ემზადება გენიოსის ახალი, ახლებური წაკითხვებისთვის. მუხა, ტინნე, მადლობა. რა უბედურებაა ეს! საუკუნეა, დამოუკიდებლად წინადადება ვერ გაუმართავთ ავტორებს, სალექსო სტრიქონი ვერ დაუყენებიათ და ვიღაცის მიბაძვით რაღაცას მიჯღაპნიან თუ არა, თავი უკვე რეალიზებული პოეტები ჰგონიათ და ეგრევე გალაკტიონს ეძგერებიან, დავძლიოთ და დავძლიოთო, ქართული პოეზია მაგან გააყალბა და გააფუჭაო.. ერთგან დავუწერე - შე დალოცვილო, იმ გენიოსმა ადამიანმა რამდენი იშრომა, იშრომა და ისეთი პოეტური სამყარო შექმნა, როგორიც უნდოდა, პოეტური ენაც ისეთი შექმნა და მოარგო, როგორსაც, მისი აზრით, უკეთ შეეძლო ამ სამყაროს გადმოცემა და ასე შემდეგ. იმას რას მისჩერებიხართ, დადექით და თითოეულმა საკუთარი, თქვენეული პოეტური სამყარო შექმენით, ენაც შეუქმენით გადმოსაცემად, ვინ გიშლით, ვნახოთ, ერთი, რა გამოგივათ! აა, ეს - ძნელია, არა? მარტივი და ადვილი - გარდაცვლილის ლანძღვა - დაკნინებაა და ეს გირჩევნიათ, არა-მეთქი? უგალაკტიონო პერიოდების გადატანას რაც შეეხება, თუ ქართულ პოეზიას და ენას არსებობა უწერია, მოუწევს ხოლმე და ეს დასვენება - ბუნებრივი ამბავია, ამგვარი, გარეგნული დასვენების პირობებში კულტურა მაინც მუშაობს - შინაგანად იმუხტება, ემზადება გენიოსის ახალი, ახლებური წაკითხვებისთვის.
2. უგალაქტიონო პერიოდის არ მჯერა. 5 უგალაქტიონო პერიოდის არ მჯერა. 5
1. ცრემლები მომადგა, რა კარგი მიძღვნაა, შენ გაიხარე!
გალაკტიონი, გალაკტიონი,გენიოსი გალაკტიონი!
როს შეამჩნია ღირსების შელახვა, " ვეფხის ნახტომით გამოგვესალმა"
ცრემლები მომადგა, რა კარგი მიძღვნაა, შენ გაიხარე!
გალაკტიონი, გალაკტიონი,გენიოსი გალაკტიონი!
როს შეამჩნია ღირსების შელახვა, " ვეფხის ნახტომით გამოგვესალმა"
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|